დააბრუნეთ დიქსონი ნაკრებში - ის შერმადინის "იბეროსტარმა" ვერ შეაჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 იანვარს, ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტურში, გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" საკუთარ მოედანზე 84:89 დამარცხდა "ნიმბურკთან".

სტუმართა გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისმა ახალწვეულმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა, რომელმაც 26:18 წუთში 21 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი), 4 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. ის მატჩის ბომბარდირი და მარგი ქმედების 24-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.

რაც შეეხება შერმადინს, 26:34 წუთში 8 ქულა ჩააგდო (5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა ბურთი
და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 6 გახლდათ.

"ტენერიფესა" და "ნიმბურკს" 9-9 მოგება აქვთ, პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ და პლეი-ოფის საგზური პრაქტიკულად გაინაღდეს.

ამ შეხვედრის რეზიუმეს სახით იმის თქმა შეიძლება, რომ დიქსონი შესანიშნავ ფორმაშია და საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ყველაფერი უნდა იღონოს მის ნაკრებში დასაბრუნებლად.

altმაიკლ დიქსონი შეიძლება დაბრუნდეს - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი?

altმაიკლ დიქსონი სეზონის ბოლომდე "რეჯიო ემილიაში" ითამაშებს

altილიას ზუროსი: მაიკლ დიქსონსა და ტედ მაკფადენს ერთმანეთს ვერ შევადარებ

altმადლობა ულამაზეს საქართველოს - მაიკლ დიქსონის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში

altექსკლუზივი. მაიკლ დიქსონის საქართველოს ნაკრებიდან წასვლის მიზეზი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 1 /
Jer erti ert tamashshi ar icveven nakrebshi motamashes.mere meorec arc aravin agdebda mas nakrebidan tavadbagar surda
Buba
15 იანვარი 2020 03:47
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული