თორნიკე შენგელია იბრძვის - "ბასკონია" ისევ მარცხდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მორიგი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ", რომელმაც ამჯერად პეტერბურგში ევროლიგაზე "ზენიტთან" 66:72 წააგო.

შენგელიამ 36:57 წუთში 13 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24 იყო და მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მასპინძელ უილ ტომასს ჰქონდა (27).

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 25:16 წუთში 9 ქულით, 2 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით შეეწია.

19 ტურის შემდეგ "ბასკონია" 7 მოგებით მე-14 ადგილზეა და 17 იანვარს მოსკოვში ცსკა-ს
შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგი და საინტერესო იქნებოდა, თოკოს მისი პოტენციალიდან და უკანასკნელ პერიოდში მიღწეული სათამაშო კლასიდან გამომდინარე რომელიმე ტოპ გუნდში ესინჯა ძალები და შესაბამისად, ტიტულებიც მოეგო. მიუხედავად იმისა, რომ ბასკონია კარგი გუნდია და ევროლიგაზეც სისტემატიურად თამაშობს, მაინც არ არის ტოპ კლასის გუნდი და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ფაქტიურად ვერანაირ ტიტულებს გუნდი ვერ იგებს. წარმატებები თოკო!!!
.........
10:28 16-01-2020
0
მარტო თოკო რას იზავს ?! , პურიე გადავიდა , ვოიტმანიც, კიდევ ბევრი , ახლები ვერ ქაჩავენ , თოკოს ბრწყინვალე თამაში, რომ არა დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა ბასკონია .
დაბრუნდი თოკო ნბა -ში . შენი ადგილი მანდაა...
ბესო
10:57 16-01-2020
0

სიახლეები პოპულარული