18 იანვარს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "მინესოტას" უმასპინძლა და ანგარიშით 116:114 დაამარცხა.
ქართველ ცენტრს წინა შეხვედრებთან შედარებით უფრო მეტი დრო მიეცა - ბითაძემ პარკეტზე 10:19 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 5 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი და 2 ჯარიმიდან 1 საჯარიმო ჩააგდო 1 სამიანი კი ააცილა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 28 ქულა თი ჯეი უორენმა ჩააგდო.
ეს "ინდიანად" ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. "პეისერსს" 27 მოგება და 15 მარცხი დაუგროვდ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.
გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 20 იანვარს სტუმრად "დენვერთან" ჩვენი დროით 05:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ფილადელფია-ჩიკაგო 100:89
ტორონტო-ვაშინგტონი 140:111
მემფისი-კლივლენდი 113:109
ოკლაჰომა-მაიამი 108:115
სან ანტონიო-ატლანტა 120:121
დალასი-პორტლენდი 120:112