"ინდიანამ" "მინესოტას" სძლია - გოგა ბითაძეს დრო მოუმატეს და 5 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 იანვარს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "მინესოტას" უმასპინძლა და ანგარიშით 116:114 დაამარცხა.

ქართველ ცენტრს წინა შეხვედრებთან შედარებით უფრო მეტი დრო მიეცა - ბითაძემ პარკეტზე 10:19 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 5 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი და 2 ჯარიმიდან 1 საჯარიმო ჩააგდო 1 სამიანი კი ააცილა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 28 ქულა თი ჯეი უორენმა ჩააგდო.

ეს "ინდიანად" ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. "პეისერსს" 27 მოგება და 15 მარცხი დაუგროვდ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.

გოგა ბითაძის
გუნდი მომდევნო მატჩს 20 იანვარს სტუმრად "დენვერთან" ჩვენი დროით 05:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ფილადელფია-ჩიკაგო 100:89
ტორონტო-ვაშინგტონი 140:111
მემფისი-კლივლენდი 113:109
ოკლაჰომა-მაიამი 108:115
სან ანტონიო-ატლანტა 120:121
დალასი-პორტლენდი 120:112
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა თქმა უნდა, ტერნერი გამოცდილი ცენტრია, ძირითადში ის უნდა იდგეს და გოგაზე მეტ სათამაშო წუთებს იღებდეს, მაგრამ მაკმილანმა გოგაც დაახლ. 10-12 წუთი მაინც უნდა ათამაშოს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ინდიანა ბოლო წლებია "რეგულარული სეზონის ლომია" და პლეი-ოფში პირველივე თამაშს აგებს. მაკმილანი ტერნერ-საბონისის წყვილს მინიმუმ 35-35 წუთით ტვირთავს, რაც პლეი-ოფში გამორიცხულია. გოგას დახმარება ინდიანას პლეი-ოფში აუცილებლად დასჭირდება და 10 წუთის თამაში მაინც მოუწევს. ჰოდა, მაკმილანის ტვინამდე ვერა და ვერ მივიდა, რომ გოგა ამ სათამაშო დროს შეაჩვიოს. მაკმილანმა თუ ასე გააგრძელა, ინდიანას პირველივე პლეი-ოფის თამაშში წაგება ელის და მაკმილანს გაუშვებენ, დიდი შანსია ტერნერიც გაცვალონ
კალათბურთის გულშემატკივარი
15:39 20-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული