გიორგი შერმადინის 20 ქულა 21 წუთში, ჩემპიონთა ლიგაზე

AutoSharing Option
22 იანვარს, ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტურში, გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" სტუმრად "გაზიანტეპი" 88:65 დაამარცხა.

შერმადინმა 21 წუთში 20 ქულა (10-დან 8 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, ისევე, როგორც მისი თანაგუნდელი მარსელინიო უერტასისა, 27 იყო.

10-10 მოგებით ჯგუფის ლიდერები "იბეროსტარი" და "ნიმბურკი" არიან, რომლებმაც შემდეგი ეტაპის საგზური უკვე ოფიციალურად მოიპოვეს. შერმადინის გუნდი 28 იანვარს რიგის "ვეფს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვუყურე თამაშს და თამამად ვიტყვი რომ მისი არყოფნის დროს და მისი მოედანზე ყოფნის დროს ორი სხვადასხვა გუნდის შთაბეჭდილება რჩება . შერმო იყო ის სუპერმენი რომელმაც თამაში მოიგო თავისი მოქმედებით და ეს არამარტო უზადო სროლებით (შემოვიდა თუ არა 8 ქულა აიღო და 100% მაჩვენებელი ქონდა ტყორცნის)
ძალიან ძლიერი ცენტრი დადგა და ალბათ ევროპაში მისი დონის თითზე ჩამოსათვლელია.
მიხაელ
01:57 23-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული