"ბასკონიამ" "ხიმკის" მოუგო - თორნიკე შენგელიამ 8 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 იანვარს, ევროლიგის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე მოსკოვის ოლქის "ხიმკი" 83:79 დაამარცხა.

შენგელიამ 25:24 წუთში 8 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 4-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11 იყო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 22:45 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო.

22 ქულით ბომბარდირი და მარგი ქმედების 29-იანი კოეფიციენტით MVP ბასკონიელი შევონ შილდსი გახდა.

"ბასკონია" 8 ქულით მე-14 ადგილზეა და 30 იანვარს პირეოსში "ოლიმპიაკოსს"
შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბასკონია,შარშანდელის აჩრდილიც კი ვეღარ არის.ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი აქვთ,მაგრამ არც ხიმკი აკლებდა შეცდომებში.ბოლო 15 წუთს წავესწარი რუსულ არხზე, სულ ხიმკი იგებდა 1-5 ქულით და ბოლო წუთნახევარში გადაასწრო ბასკონიამ.თორნიკეს მჭიდროდ იჭერდნენ და ვერც თვითონ იყო ძალიან აქტიური.ჯენინგმა კი,თუ დიქტორს დავუჯერებთ,12 სროლიდან, სულ ერთი ჩააგდო.
სოსო
12:18 24-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული