23 იანვარს, ევროლიგის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე მოსკოვის ოლქის "ხიმკი" 83:79 დაამარცხა.
შენგელიამ 25:24 წუთში 8 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 4-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11 იყო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 22:45 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო.
22 ქულით ბომბარდირი და მარგი ქმედების 29-იანი კოეფიციენტით MVP ბასკონიელი შევონ შილდსი გახდა.
"ბასკონია" 8 ქულით მე-14 ადგილზეა და 30 იანვარს პირეოსში "ოლიმპიაკოსს" შეხვდება.