"რეალისა" და "ხიმკის" ძლევის შემდეგ თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ლიგა ენდესის მე-19 ტურში საკუთარ მოედანზე "ანდორასთან" 73:77 დამარცხდა.
შენგელიამ 36:15 წუთში 13 ქულა (11-დან 6 ორქულიანი, 4-დან 0 სამიანი, 4-დან 1 საჯარიმო), 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9 იყო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 7 ქულით შეეწია.
18 ქულითა და მარგი ქმედების 21-იანი კოეფიციენტით საუკეთესო ბასკონიელი შევონ შილდსი იყო.
"ბასკონია" 9 მოგებით მეათე ადგილზეა და პირველ თებერვალს სტუმრად "უნიკახას" დაუპირისპირდება.
მატჩი ჩაუვარდა.