30 იანვარს, ევროლიგის 22-ე ტურში, თორნიკე შენგელიას "ბასკონია" პირეოსში 70:80 დამარცხდა "ოლიმპიაკოსთან".
შენგელიამ 30:32 წუთში 14 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 5 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 5 პერსონალური მიიღო, მარგი ქმედების 18-იანი კოეფიციენტით კი თავის გუნდში საუკეთესო იყო.
საქართველოს ნაკრების კალთბურთელმა მეტ ჯენინგმა 16:05 წუთში 5 ქულა ჩააგდო.
19 ქულით ბომბარდირი და მარგი ქმედების 23-იანი კოეფიციენტით MVP პირეოსელთა ამერიკელი ლეგიონერი ოგასტინ რუბიტი გახდა.
"ბასკონია" 8 მოგებით მე-14 ადგილზეა და 4 თებერვალს მადრიდში "რეალს" შეხვდება.