პირველ თებერვალს, ლიგა ენდესას მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად 72:82 დამარცხდა "უნიკახასთან".
შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო: 35:23 წუთში 15 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25-ს გაუტოლდა.
თორნიკეზე უკეთ მხოლოდ მასპინძელთა გუნდის კალათბურთელი ხაიმე ფერნანდესი გაისარჯა - 20 ქულა, 10 პასი და მარგი ქმედების 30-იანი კოეფიციენტი.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის მეტ ჯენინგის ანგარიშზე 8 ქულაა.
"ბასკონია" 9 მოგებით მე-11 ადგილზეა და 9 თებერვალს "მონბუსს"
უმასპინძლებს.