NBA. ბითაძის 2 წუთი, 100%-იანი შედეგი და "ინდიანას" საშინაო მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, თბილისის დროით 9 თებერვალს NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ ორლეან პელიკანსს" უმასპინძლა და 7 ქულის სხვაობით დამარცხდა - 117:124.

"ინდიანას" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ პარკეტზე მხოლოდ 2 წუთი გაატარა და ამ დროში თავის გუნდს 2 ქულა მოუტანა. გოგამ ერთხელ ისროლა 2-ქულიანი და ისიც ზუსტი იყო.

"პეისერსის" რიგებში საუკეთესო მცველი ჯერემი ლემბი იყო 26 ქულით. საბონისი 16 ქულასთან ერთად გუნდს 8 მოხსნითა 6 ასისტით დაეხმარა, მაილს ტერნერმა შეხვედრა 10 ქულით, 8 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

შეხვედრაში
ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო 2019 წლის NBA-ის "დრაფტის" პირველმა ნომერმა ზაიონ უილიამსონმა.


სხვა შეხვედრები

ორლანდო - მილოუკი 95:112
დეტროიტი - ნიუ იორკი 92:95
შარლოტი - დალასი 100:116
ტორონტო - ბრუკლინი 119:118
მინესოტა - კლიპერსი 142:115
გოლდენ სტეიტი - ლეიკერსი 120:125
ფენიქსი - დენვერი 108:117
საკრამენტო - სან ანტონიო 122:102
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
იქნებ ნაკრებში გამოუშვან რახან არ ათამაშებენ. ხომ გაუშვეს დაბალ ლიგაში გამოცდილების მისაღებად? ჩვენც წაგვადგება და თამაშის რიტმსაც იგრძნობს
G.LA
12:52 09-02-2020
0
მშვენიერი ბლოკი და ულამაზესი ჩატენვა - ყოჩაღ გოგა! არ მესმის რატომ არ აძლევს თამაშის შესაძლებლობას მწვრთნელი...
გიო
14:01 09-02-2020
1

სიახლეები პოპულარული