9 თებერვალს, ლიგა ენდესის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ვიტორიაში 83:69 მოუგო "მონბუსს".
შენგელია კარგად გაისარჯა: 34:46 წუთში 19 ქულა (6-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33 იყო და MVP გახდა.
შენგელიაზე მეტი მხოლოდ მეტოქე გუნდის კალათბურთელმა დეიან კრავიჩმა ჩააგდო - 20.
საქართველოს ნაკრების წევრი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 17:22 წუთში 5 ქულით შეეწია.
"ბასკონია" 10 მოგებით მეათე ადგილზეა და 29 თებერვალს გასვლაზე აუტსაიდერ "ფუენლაბრადას" დაუპირისპირდება.