NBA. 4-დან 3 ზუსტი სროლა - გოგა ბითაძეს "შარლოტთან" მოგებულ მატჩში 11 წუთი დაუთმეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" შინაურ კედლებში "შარლოტ ჰორნეტსი" 39 ქულის სხვაობით დაამარცხა - 119:80.

აღნიშნულ შეხვედრაში "ინდიანას" მთავარმა მწვრთნელმა გოგას 11:32 წუთი დაუთმო, რა დროშიც ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 5 ქულა (2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკშოტი დააგროვა.

შეხვედრაში საუკეთესო გოგას თანაგუნდელი დომანტას საბონისი იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა - 21 ქულა, 15 მოხსნა და 9 ასისტი. აღსანიშნავია, რომ ინდიანაპოლისელების კიდევ ერთმა ცენტრმა მაილს ტერნერმა შეხვედა 8
ბლოკით დაასრულა. გარდა ამისა, ტერნერმა 6 ქულა ჩააგდო და 10-ჯერ მოხსნა ბურთი.

"ინდიანა" შემდეგ შეხვედრას ისევ საკუთარ პარკეტზე 28 თებერვალს, "პორტლენდის" წინააღმდეგ გამართავს.


სხვა შეხვედრები:

ტორონტო - მილოუკი 97:108
ჩიკაგო - ოკლაჰომა 122:124
დენვერი - დეტროიტი 115:98
ლეიკერსი - ნიუ ორლეანი 118:109
პორტლენდი - ბოსტონი 106:118
გოლდენ სტეიტი - საკრამენტო 94:112

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასე - ა რ დატოვონ მეორეხარისხოვან მოთამაშედ, როცა პოტენცია ძალიან დიდი აქვს ... უნდა გახდეს ამბიციური და პრეტენზიული, არ ათამაშებენ და - უნდა წავიდეს, ფულისათვის არ უნდა დარჩეს გუნდში (!) - მსოფლიოზე გასასვლელად გოგამ სერიოზული წვლილი უნდა შეიტანოს...
გლახუნა
11:55 26-02-2020
0
საბონისი წელს რა მოიხოდა რამ გადარია ასე
შაკო
12:45 26-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული