ვერ გააჩერეს, ვერა - 2 ოვერტაიმი და შენგელიას 32 ქულა, 13 მოხსნა და 44-იანი კოეფიციენტი!

AutoSharing Option
ლიგა ენდესას 22-ე ტურში "ფუენლაბრადასა" და თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო და საბოლოოდ ჩვენებურის გუნდმა 98:92 იმარჯვა. შეხვედრა 2 საათი და 4 წუთი გაგრძელდა.

შენგელია ჩინებულად გაისარჯა. თავად განსაჯეთ: 47:41 წუთში 32 ქულა (14-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი, 11-დან 7 საჯარიმო), 13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მარგი ქმედების 44-იანი კოეფიციენტით კი MVP გახდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 19 ქულით შეეწია.

"ბასკონია" 11 მოგებით მე-10 ადგილზეა და 8 მარტს გიორგი შერმადინის
"იბეროსტარს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
და ასე დაჟინებით რატომ ამტკიცებ, რომ ორი არ ყოფილა, უყურე და ერთი იყო? რა ვიცი, მე რომ ვუყურე ორი იყო:-)) აბა შენ გადაამოწმე. ორი ოვერთაიმი რომ არ ყოფილიყო, თოკო თითქმის 48 წუთი როგორ ითამაშებდა?პირველი ფრე დამთავრდა ისევ და მეორე მოიგეს 6 ქულით:-))
ემიგრანტს
16:14 03-03-2020
0
ერთხელ უკვე დაწერე და კიდევ გავიმეორებ, ორი ოვერტაიმი არ ყოფილა, ერთი იყო. გადაამოწმეთ და გაასწორეთ.
emigranti
00:50 03-03-2020
0

სიახლეები პოპულარული