შენგელია, შერმადინი და ბურჯანაძე ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ ფაზაში 17 ივნისს ჩაებმებიან

AutoSharing Option
გადაწყდა! ესპანეთის 2019-20 წლების სეზონის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელიც 8 მარტის შემდეგ შეწყვეტილია, დასრულდება. თამაშები 17 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ვალენსიაში გაიმართება, სადაც 12 საუკეთესო გუნდი მოიყრის თავს და ჩემპიონს გამოავლენს. ესპანეთის ჩემპიონატში 3 ქართველი ასპარეზობს: თორნიკე შენგელია (ბასკონია), გიორგი შერმადინი (ტენერიფე) და ბექა ბურჯანაძე (გრან კანარია).

გათამაშების ფორმატი ესპანეთის პროფესიული კალათბურთის ლიგაში კარგა ხნის შემუშავებული ჰქონდათ, რომელიც საბოლოოდ დღეს დაამტკიცეს და კალენდარიც გამოაქვეყნეს. ფინალურ ფაზად წოდებული მინი-ტურნირი ვალენსიაში გაიმართება, რომელშიც 8 მარტის ჩათვლით არსებული მდგომარეობით, ესპანეთის ჩემპიონატის 23 ტურის შემდეგ
მოლიდერე 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები 2 ჯგუფში გადანაწილდა:

A ჯგუფი
ბარსელონა, ტენერიფე, ბილბაო, ბასკონია, უნიკახა, ხუვენტუდი

B ჯგუფი
რეალი, სარაგოსა, ანდორა, ვალენსია, ბურგოსი, გრან კანარია

ჯგუფებში გუნდები ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან, რის შემდეგაც თითოეულიდან 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა. ფინალში გასასვლელად გუნდები ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდებიან: A1 – B2, B1-A2. ნახევარფინალებიც და ფინალიც იქნება ერთმატჩიანი.

Sportall.Ge

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯენინგსი და მაკფადენი არ არიან ქართველები?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული