შენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული, ბერძნული, თურქული და ესპანური გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოველებმა თოკოს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს და კალათბურთელთანაც შეათანხმეს პირადი კონტრაქტის საკითხები.

შენგელია 2019/20 წლების ევროლიგის სეზონში საშუალოდ 15,9 ქულას, 5,6 მოხსნასა და 2,9 გადაცემას აგროვებდა. თოკო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "ბასკონიას" რიგებს იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო.

მკითხველის კომენტარები / 114 /
ბასკეთი არის პირენეის ნახევარ კუნძულის საქართველო!!
ბასკონიაში ხარ კაპიტანი და მომავალი ლეგენდა..... საუბარია რეალში გადასვლაზე ...

და ამ დროს გადადიხარ ცსკ- ში?????
სპორტფაზა
15 ივნისი 2020 22:31
3
სამწუხაროა. მე ისიც არ მომწონს ქართველი ფეხბურთელები, რომ რუსულ კლუბებში თამაშობენ. რუსეთის რკინიგზის კლუბშიც არ უნდა ითამაშო პატრიოტმა ქართველმა. თავისი საქმე თავად იციან
gio
15 ივნისი 2020 22:03
4
მორჩა ამის კარიერა რუსეთში. რუსეთში რო კაცი წავა ის ქვეყნის მტერია სათამაშოდ
macbook pro
15 ივნისი 2020 21:56
9
Tokos axloblebs aravin cnobt? Miawvdinet Xma es AR qnas pulis gamo AR cavides rusetshi araaa!!! Toko qartvel gumshematkivars pativs tu scem darchi evropashi da pulze nu gayidi qartveli xalxis survils da siyvaruls.... Vegarasdros daibruneb I code chvens siyvaruls sul Tom 50qulebi yaro gundshi
Roma
15 ივნისი 2020 21:26
9
ყველა ტურნირზე წაგეგოთ და არასდროს მიეღწიოს რაიმე წარმატება მაგ გუნდს და შესაბამისად იქ მოთამაშეებს.... ამ არსებაზე კომენტარს არ ვაკეთებ.. გისურვებ წარმატებულ ტრამვას ამ სეზონზე....
ss
15 ივნისი 2020 21:12
46
არ შეიძლება ძმაო ეგრე.
ეგეთი სურვილები რა უბედურებაა.
ყველა თამაშში 30ქულა ჩაეგდოს და საქართველო ესახელებინოს,მის მაგალითზე ბევრი კარგი კალათბურთელი გაზრდილიყოს!
ე ბიჯო
15 ივნისი 2020 22:06
21
თორნიკე არ გააკეთო ეგ!!!! ვერანაირი ფული ვერ გადაწონის იმ სირცხვილს რაც ამ შემთხვევაში გემუქრება!!! 30 ვერცხლი შენთვის ეგ ხელფასი იქნება! მაგ არმიის ნაწილები დგანან ენგურზე და შიდაქართლში და 400 000 ქართველ იარაღის მუქარით არ უშვებენ საკუთარ სახლებში. შენი როგითი გულშემატკივარი!!!
გიორგი
15 ივნისი 2020 20:36
7
რა ქენი გუდუნა ეს?!
ჯორდანა
15 ივნისი 2020 20:28
5
ახლა საბოლოოდ მივხვდი, რა განსხვავებაა დიდ სპორტსმენსა და უბრალოდ წარმატებულ სპორტსმენს შორის - მივხვდი ზაზა ფაჩულიასა და თოკო შენგელიას მაგალითებზე. განა ზაზა ოდესმე ასეთ რამეს გააკეთებდა, რომც შეეთავაზებინათ? კაცი უძლიერეს ლიგაში წავიდა და ნბა-ს 2 ბეჭედი დადო, თანაც საქართველოს სახე იყო შორეულ ამერიკაში! და ამ დროს თოკო, რომელზეც ქომაგებს მზე და მთვარე ამოგვდიოდა, ასეთ ნაბიჯზე მიდის და რუსულ/ოკუპანტების არმიას კოჭს უგორებს! ვაგლახ, რომ იტყვიან "ვახუშტიო, ვახუშტიო, ეს რა ბიჭი გაფუჭდიო"
სიმართლე
15 ივნისი 2020 20:19
10
რავ ქნა, რა გიშველო თორნიკეეეეეე! ფული მე არა მაქვს თორემ შენ კონტრაქტს გამოვიყიდდი მაგ გუნდიდან და გაგიშვებდი NBA-ში სათამაშოდ!
მწვრთნელი
15 ივნისი 2020 20:13
5
რუსეთის ნაკრებში ხომ არ გადასულა? რამდენი ფეხბურთელი თამაშობს და რამდენს უთამაშია რუსეთში, ყველა მოღალატედ გამოვაცხადოთ? არსებობს გონივრული ზღვარი... ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადავიდა და შეიძლება საუკეთესოც გახადა, ბევრი წარმატება კლუბში და უფრო მეტი წარმატება ნაკრებში! შენ იცუ თოკო!
თეთრი ყვავი
15 ივნისი 2020 20:09
48
მართლა ვერ ხვდებით? რუსული არმიის (წითელი არმიის) გუნდში გადავიდა! წარმოიდგინეთ, როგორ გვიყვარს მაინც, რომ კაცს არ შეუგინებია! უბრალოდ გული გაგვიტეხა და სულში ჩაგვაფურთხა ყველას((( სამწუხაროდ ეგრეა
ზუკა
15 ივნისი 2020 21:26
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული