თორნიკე შენგელია: "ბასკონიასთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაზე ვფიქრობ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ "ლიგა ენდესას" ბოლო ეტაპის დაწყების წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და კომენტარი მოსკოვის ცსკა-ში სავარაუდო ტრანსფერზე გააკეთა.

"რაც შეეხება ჩემს სხვა კლუბში ტრანსფერს, მე "ბასკონიასთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და კონცენტრირებული ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაზე ვარ.

სიამოვნებაა ლუკასა (ვილდოსა) და ჯეისონის (გრანგერი) დაბრუნება და მათთან ერთად თამაში. ორივე ძალიან მოტივირებულია და ამ ტურნირის მოგებაში უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლიათ.

მიმაჩნია, რომ "ბილბაო ბასკეტთან" გასამართი მატჩი ძალიან რთული იქნება და გამარჯვების მოსაპოვებლად 100%-ით დახარჯვა მოგვიწევს", -
თქვა შენგელიამ.

ესპანეთის უმაღლესი საკალათბურთო ჩემპიონატის ბოლო ეტაპი რეგულარული სეზონის მიხედვით გამოვლენილი 12 საუკეთესო გუნდის 2 ჯგუფად დაყოფასა და 4-თან ფინალის თამაშს გულისხმობს. შენგელიას გუნდს ქვეჯგუფში მოწინააღმდეგეებად "ბარსელონა", "ხუვენტუდი", "უნიკახა", "ბილბაო" და გიო შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფე" ჰყავს.

მომზადებულია lavanguardia.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
არ უარყო, როგორც ჩანს გამორიცხული არაფერია.
ushangi
18 ივნისი 2020 22:06
0
თუ ფეხბურთის და რაგბის თამაში შეიძლება რუსულ კლუბებში კალათბურთელმა რატო არ უნდა ითამაშოს, უცნაური ხალხი ვართ ქართველები...
Aa
17 ივნისი 2020 21:53
1
თოკო ძმურად ნუ წახვალ ცსკა-ში!!!!!!!!ნაღდად არ უნდა გიღირდეს რუსების გახარების კვალად ქართველების გულის დაწყვეტა!!!ცხოვრებაში ჯამაგირზე მეტად დასაფასებელი ბევრი სხვა ფასეულობა არის! ბევრ წარმატებას გისურვებ ცხოვრებაში თოკო, ბევრჯერ გაგეხარებინოს შენი საქართველო!!!!
პაატა
17 ივნისი 2020 14:39
0
"შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ოფიციალურად მხოლოდ მომავალ თვეში გამოაცხადებენ", - წერია რუსულ "ჩემპიონატზე". ამის თარგმანი "სპორტალმა" გამოაქვეყნა.
რა ვერ გაიგეთ
16 ივნისი 2020 20:22
3
ამ პასუხით არ უარყოფს რუსეთში წასვლას. პირიქით უფროა...
1
16 ივნისი 2020 20:04
3
რატომ უგორებთ შავ პიარს? რა ბოღმა ხალხი ხართ ასეთი.კითხვა ყველამ იცის და პასუხიც წავიკითხეთ, სადაც მსგავსი არაფერია ნათქვამი. რატომ არ გიხარიათ სხვისი წარმატება? თუ არ გიხარიათ ტყუილების და ბოროტების გავრცელებას მაინც დაანებეთ თავი.
იკა
17 ივნისი 2020 10:46
2
ეგრე რა თოკო, შვებით ამოვისუნთქე!
თუმცა მთლად ჰაერიდან მოტანილს არ გავს ცსკა ამბავი და მაინც შიშით ველი სეზონის დასრულებას, შეიძლება წინასწარ იმიტომ გააბაზრეს რომ მთელი ნეგატივით დავიცალოთ და ფაქტის დროს შეგუებულებივით ვიყოთ!
ღმერთს ვთხოვ არ გამართლდეს ეს ვარაუდი
ირაკლი
16 ივნისი 2020 19:59
5
რა ნახე აქ შვებით ამოსასუნთქი, მართალია არ დაადასტურა მარა არც უარყო.
hhh
17 ივნისი 2020 12:03
0
ეგ არაფერს ცვლის,უბრალოდ დიპლომატიური პასუხია.სადაც თვითონ ისურვებს იქ გადავა...
Caruzo9
16 ივნისი 2020 19:57
3
შენ გენაცვალე თოკო! 10-მაგად დაგაფასე!
c
16 ივნისი 2020 19:27
3
გენაცვალე თოკოოოო!!! გამოიღეთ რუსებო და რუსეთუმეებო!!
giorgi
16 ივნისი 2020 19:06
12
Genacvalet qartvelebo.tqvens gamó daatormuza gadasvla
Zemo svireli
16 ივნისი 2020 18:42
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული