შედეგიდან გამომდინარე, შენგელია შედარებით მოკრძალებული გახლდათ, თუმცა გუნდური თამაშის ხარჯზე ბასკონიელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. თორნიკემ 7-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანი კი ააცილა.
საუკეთესო შედეგი ჰქონდა ბასკონიელ ლუკა ვილდოზას, რომელმაც 20 ქულა და 5-5 მოხსნა-პასი დააგროვა. 12 ქულა - ჯეისონ გრეინჯერმა, ხოლო 10 აჩილ პოლონარამ დააგროვეს. მარგი ქმედების კოეფიციენტით შენგელიამ ბასკონიელთაგან მე-7 საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ ფაზაში 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფად არიან გაყოფილნი. 18 ივნისს, მადრიდის "რეალთან" გამართავს თავის პირველ მატჩს "ბ" ჯგუფის წევრი, ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია", ხოლო 19-ში ერთმანეთს შერმადინის "ტენერიფე" და შენგელიას "ბასკონია" დაუპირისპირებიან.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
იმედია ჩადგება ფორმაში.