შერმადინის უმოტივაციო "იბეროსტარმა" შენგელიას გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის A ჯგუფში 3 მოგება აქვს და 25 ივნისს "ხუვენტუდს" შეხვდება, მაგრამ ამ მატჩს უკვე არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინაიდან ვიტორიელებმა უკვე მოიპოვეს პლეი-ოფის საგზური.

საქმე ისაა, რომ გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა", რომელსაც წინა სამივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა და უმოტივაციოდ იყო, "ხუვენტუდი" 82:80 დაამარცხა და ეს გუნდი ჯგუფში ჩატოვა.

მოკლედ, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "ბარსელონამ" პირველი, "ბასკონიამ" კი მეორე ადგილი გაინაღდა.

აღსანიშნავია, რომ "იბეროსტარის" მწვრთნელმა გუნდის ლიდერები
და მათ შორის შერმადინი დაასვენა და ტენერიფელებმა მათ გარეშე სძლიეს მეტოქეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იმისთვის დაასვენა,რომ უნდა ეყომარათ და იყომარეს კიდევაც.
გრიგოლ1408
20:22 24-06-2020
2
ვისთვის დაასვენა კი მარა ლიდერები?მეტი თამაში აღარაა აქ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული