eurobasket-მა თორნიკე შენგელია ცსკა-ს შემადგენლობაში შეიყვანა

AutoSharing Option
eurobasket.com-ზე ცსკა-ს მომავალი სეზონის შემადგენლობა გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულშია.

eurobasket-ის ვერსიით "არმიელთა" ძირითადი შემადგენლობა ასეთია: დანიელ ჰეკეტი, ნიკიტა კურბანოვი, იოჰანეს ფოგტმანი, თორნიკე შენგელია, ნიკოლა მილუტინოვი.

ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ კონფერენციაზე თქვა, რომ ანდრეი ვორონცევიჩის გუნდიდან წასვლა იმაზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა შენგელიას გადაბირებას.

შეგახსენებთ, შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც 28 ივნისს "ვალენსიას" შეხვდება.
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 37 /
იქნებ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ არ გადავიდეს?
ნუ გადადგავ ასეთ ნაბიჯს, თორნიკე. გეხვეწებით ყველა!
ILIA
02:49 27-06-2020
31
უკვე ეს აზრი, რომ მოუვიდა თავში არის ცუდი - უნდა გამიჯვნოდა საქართველოს ნაკრების გუნდისთავი ამას. ანწუხელიძეები და ტატუნაშვილები მიდიან და თოკო-მოკოები რჩებიან სამწუხარიდ!
თორნიკე ერისთავი
06:54 27-06-2020
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული