თორნიკე შენგელიამ მიროტიჩი გააგდო და მინუსში გადააგდო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ლიგა ენდესას ფინალში "ბარსელონას" 69:67 სძლია და ჩემპიონი გახდა, ამ მატჩის წინ კი ვიტორიული გუნდის მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა თქვა, რომ ბევრი რამ მძიმე ფორვარდების - შენგელიასა და ნიკოლა მიროტიჩის დუელზე იქნებოდა დამოკიდებული და გაიგებდნენ, რომელია უკეთესი კალათბურთელი. გაიგეს კიდეც.

ახლახან ესპანეთის ჩემპიონატის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარებულმა მიროტიჩმა as-ის აზრით, სეზონის ყველაზე საშინელი მატჩი ჩაატარა.

"მარკა" აღნიშნავს, რომ მიროტიჩი მთელი სეზონი ჩემპიონატის მთავარი გმირი იყო, ოღონდ უკანასკნელი შეხვედრის გამოკლებით, რომელშიც უმწეოდ გამოიყურებოდა.
საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე თორნიკემ პარკეტი დაატოვებინა და "ბარსა" და მიროტიჩი ტიტულის გარეშე დატოვა.

Sportall.Ge

მიროტიჩის სარგებლიანობის კოეფიციენტი "ბასკონიასთან" მატჩში მინუს ერთი იყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვულუცავ თოენიკწს, იდეალური კალათბურთელია, სამიანების სროლას თუ გამოასწორებს უფრო მაგარი იქნება, წარმატებები....
გია
15:08 01-07-2020
0
მთელი გულით ვულოცავ თორნიკეს ამ გამარჯვებას, მან ეს ნამდვილად დაიმსახურა და მთელი საქართველო გაგვახარა!
მაგრამ რუსული ცეესკა არა რა, თან რუსული არმიის სპორტული კლუბი, მაგ გუნდს წარმატებას ნამდვილად ვერ ვუსურვებ!
ირაკლი
12:57 01-07-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული