კირილენკო: შენგელიასა და მილუტინოვის ცსკა-ში გადმოსვლამ არ გამაკვირვა

AutoSharing Option
რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ განაცხადა, რომ ცსკა-ში ქართველი მძიმე ფორვარდის, თორნიკე შენგელიასა და სერბი ცენტრის, ნიკოლა მილუტინოვის გადასვლა გაკვირვებას არ იწვევს.

"ცსკა-ში შენგელიასა და მილუტინოვის გამოჩენა მე არ მაკვირვებს, მათ გადაბირებას უკვე კარგა ხანია ცდილობდნენ. მით უმეტეს, რამდენიმე მოთამაშის და მათ შორის, გუნდის კაპიტნის, კაილ ჰაინსის წასვლის შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, რომ "არმიელები" გაძლიერდებოდნენ", - ციტირებს კირილენკოს "Р-Спорт"-ი.

championat-ი ამტკიცებს, რომ შენგელიამ მოსკოვურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

სხვათა შორის, ადრე კირილენკომ გაიხსენა, რომ პეტერბურგის "სპარტაკში" თორნიკეს მამასთან, კახა
შენგელიასთან ერთად თამაშობდა, ხოლო "ბრუკლინში" - თორნიკესთან:

"ჩვენთან კახა შენგელია თამაშობდა და თორნიკესთანაც ვითამაშე. ბავშვები უკვე გაიზარდნენ, ღმერთო! დრო გადის და რა თქმა უნდა, ასეთ მომენტებს განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებ, განსაკუთრებული სითბოთი".

მკითხველის კომენტარები / 13 /
კიკუუუუუ, ფული ბაბაია ფული!!
))))
11:35 07-07-2020
0
არანაერი მნიშვნელობა არა აქვს სად ითამაშებს.რაღაც არ მახსენდება რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებზე რამე ეთქვას ვუნმეს, ცეესკა კი არა რაც გინდა ის ერქვას ეს სპორტული გუნდია ჯარის ნაწილი კი არა.ეგ ადრე იყო იქ ვინც თამაშობდა ყველას რაღაც სამხედრო წოდება ქონდა, წავიდა ის დრო მორჩა.რუსეთის არმიის გენერლობას თორნიკეს არვინ მისცემს.ევროლიგის მოგება თუ უნდა სულ სამი გუნდია ეგეთი მაქსიმუმ 4. ჰოდა იქ ითამაშებს ვინც მიიწვია არც რეალი არც ფენერბახჩე და არც ოლიმპიაკოსი არ ეძახის და ძალით აეკიდოს?????????????????????
ლევანი
20:08 05-07-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული