თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.

წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

altარის - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! [VIDEO]

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა



მკითხველის კომენტარები / 86 /
ანწუხელიძემ ქვეყანა სიცოცხლის სანაცვლოდ არ გაცვალა!
საქართველოს დროშის მიფურთხებაზე და მუხლებზე დგომაზე, გმირმა უარი განაცხადა და დახვრიტეს, დახვრიტა იმ შენმა ცსკას დამფინასებელმა არმიამ, პირადად ნაძირალა შოიგუს ბრძანებით.
აქ კიდე ვაი პატრიოტები გაიძახიან ლიგის თასს მოიგებსო.
გამოდის, რომ თორნიკეც და თქვენც რაღაც ლითონის ჯართზე მარტივად ცვლით ქვეყანას!
პირადა მე, თუ ცსკაში გადახვედი პირველსავე თამაშში გისურვებ მიგეღოს უმძიმესი ტრავმა, რომ კალათბურთი ვერასოდეს ითამაშო! ისე 100 წელი ჯანმრთელად გეცოცხლოს.
სამწუხაროდ!
07 ივლისი 2020 12:41
12
ასეთ სიბოროტეს, რაც შენ დაწერე, ვერავითარი ანწუხელიძით ვერ გაამართლებ!!!! უბოროტესი "ადამიანი" ხარ!!!!!
ეკა
07 ივლისი 2020 14:54
18
ეგ ომი მაკკეინმა დააწყებინა მიშას, როცა დარწმუნებით იცოდა, რაც მოყვებოდა ამას, უნდოდა "ენახვებინა ყველასთვის, ვინ იყო რუსეთი", გეგონება არ ვიცოდით! და ამერიკელებთან რატომ არა გაქვთ პრეტენზიები?????
999999
07 ივლისი 2020 14:30
19
ღმერთმა კარგად გამყოფოს თოკო და ბევრი წარმატებისთვის მიგეღწიო ცხივრებაში!!! დამოკიდებულების შეცვლას რაც შეეხება, შენ რატომ უნდა შეგეცვალოს დამოკიდებუოება საკუთარი ხალხის ან ქვეყნის მიმართ?! მე პირადად აქვე გისურვე წარმატება და სიკეთე, მაგრამ ვერ მოვიტყუები რომ თოკოს გამო ცსკა-ს ვუგულშემატკივრებ ან მაგ გუნდის წარმატება გამიხარდება, ასე რომ თუ ამას დამოკიდებულების ცვლილება შეიძლება დაერქვას არ ვიცი. წარმატებები ქართულ კალათბურთს და ქართველ სპორტსმენებს!!!
პაატა
07 ივლისი 2020 11:30
2
მახსოვს ამის პირველი ნაბიჯები დიდ კალათბურთში. ამისგან დიდი კალათბურთელი რომ დადგებოდა კოჭებშივე ეტყობოდა. მეგონა სულ ჭკვიანად წაიყვანდა თავის კარიერას, მგრამ რუსული არმიის გუნდი თან 25 წლის ასაკში უკვე ფულზე გაყიდვას ნიშნავს. ძალიან დიდ პატივს გცემდი თოკო, მაგრამ მაშინ ყველა უნდა დაბრმავდეს უგონოდ რომ შენს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვალოს. მოკლედ, რაც სათქმელია ხალხი ისედაც იტყვის ამას, დავიღალე რა უკვე მერამდენე რუსეთზე გაყიდული ადამიანი
ტომი
07 ივლისი 2020 11:58
12
ბიჭოოო რამდენი ფანი ყოლია ამ რუსეთში გადაბარგებას და ამის გაპრავებას:დდდდ ბასკონია თუ ვერ მოიგებდა რეალ მადრიდი ხო მოიგებდა ?? ანდა ამერიკაშიც წავიდოდა ბასკონიაც ხელწამოსაკრავი გუნდი. არა მე მოვიგე წელს ესპნეთის ჩემპიონატი. მოკლედ რუსეთს წესით საქართველოს ჩემპიონატში კარიერის გაგრძელება გერჩივნოს ქართველ კაცს. კაი აღარაა თუ რა? გამოიყვანწნ ახლა ცსკას მადიდებლელები მსოფლიოს ნ1 გუნდად. ვაი საქართველო მართლა
Haaland
07 ივლისი 2020 12:55
7
ხალხი იმიტომ განიცდის ცსკა-ში გადასვლას, რომ უყვართ თორნიკე და უნდათ რომ გმირი იყოს. თუ არ გადავა იმ მოტივით, რატომაც ხალხს არ უნდა მისი გადასვლა, მართლა გმირი იქნება, თუ გადავა ჩვეულებრივი კარგი კალათბურთელი. თვითონ უნდა გადაწყვიტოს რომელი ურჩევნია.
დიტო
07 ივლისი 2020 15:29
2
შენ თუ მანდ გადახვალ პირადად მე აღვიქვამ (და ვფირქობ მთელი ქვეყანა თუარა 70 პროცენტი მაინც) რომ გვიღალატე, ვბრძოლობთ ბიჯო ვბრძოლობთ, რუსეთთან დღეს საქართველო ბრძოლობს, ომში ვართ მაგაათან და შენ მაგათთან როგორ უნდა გადახვიდე????????? შენი ძმა რო მაგ ომს შეწირვოდა რას იზავდი??????????????? თან არმიის გუნდია ეგ ჩემის ცსკ
lex
07 ივლისი 2020 15:27
4
დავწერე ადრე კომენტარი, მაგრამ ვერ მოვითმინე კიდევ დავწერ: ამდენი ქართველი ადამიანის გულის ტკენად თუ ღირდეს რამე წარმატება ან ფული!!! ცსკა-ს მეტს თუ არავის უნდიხარ ჩემო თოკო ეგ იმას არ ნიშნავს რომ მაომცდამაინც ვითომ მაგ დიდ კლუბში უნდა გადახვიდე! ბოლო-ბოლო სხვა თუ არაფერი გამოჩნდა დარჩი რა მაგ ბასკონიაში და გულიანაფ გვაგულშემატკივრებინე შენთვის! აბა შენ ცსკა-ში იყო ჩათვალე მაგ გუნდს არ უგულშემატკივრებს ქართველების 90% (იმედია ასე იქნება!), და რა ჭირად გინდა ან მაგათ ძემადგენლობაში თუნდაც რაიმე წარმატების მიღწევა?! არ გიღირს არანაირად!!! ცუდად შეხვალ ქართულო კალათბურთის ისტოტიაში! იმედია გადაიფიქრებ მაგ მტრის არმიის გუნდში გადასვლას!
პაატა
07 ივლისი 2020 19:08
5
მოღალატეობა არ იქნება, მაგრამ მისი საკლუბო დონეზე გულშემატკივრობა გამოირიცხება და პირადად ჩემი აზრით ნაკრებს ახალი კაპიტანი უნდა ყავდეს.
გია
07 ივლისი 2020 16:00
9
ცსკას პრეზიდენტი ვინაა? პუტინი თუ ლავროვი
papa
07 ივლისი 2020 12:09
6
სიტყვა მოღალატე მეტისმეტია, ამას ალბათ უფრო სიხარბე ჰქვია, არც ეგ სიტყვა მემეტება შენგელიასთვის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
cdf
07 ივლისი 2020 18:15
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული