თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.

წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

altარის - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! [VIDEO]

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა



მკითხველის კომენტარები / 86 /
შეიცვლება დამოკიდებულება თორნიკე, შეიცვლება და მერე როგორ. წითელ ნაჭერს რო აუფრიალებ დაჭრილ ხარს, აი მაგას უშვრები შენ ეხლა საქართველოს და ვერც ხვდები.
თევდორე
09 ივლისი 2020 11:57
0
რა თქმა უნდა რომ გადავიდეს იმიტომ რომ თორნიკე 20 წლის აღარაა და მაქსიმუმ რამდენიმე წელიწადი აქვს დარჩენილი უმაღლეს დონეზე. ცსკა მოწონს ეს ვინმეს თუ არა ევროპული კალათბურთის გრანდია და ევრო-ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი.რაც შეეხება პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ რომ ვინც აქ თორნიკეს მოღალატეს და ათას სისაძაგლეს უძახის, სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ფანია. და თქვენი დორბლიანი ბელადი, რომელიც მაიმში მილიონიან აპარტამენტებს ყიდულობს თავის პირად კეთილდღეობაზე არ ფიქრობს და ქვეყნის მომავალზე ფიქრში ათენებს და აღამებს არა? რუსულ კლუბში მილიონებზე უარის თქმა კი არა, ამ ურა პატრიოტებს, რუსის კაი ნაშა რო დაანახო ვერ მიასწრებ, ეგრევე დაავიწყდებათ აფხაზეთიც და ცხინვალიც.
ირაკლი
08 ივლისი 2020 23:40
9
აუცილებლად შეიცვლება. და ვინც იძახის სპორტს და ხელოვნებას პოლიტიკაში ნუ ურევთო თქვენ მსოფლმხედველობას გადახედეთ ჯობია.
levan
08 ივლისი 2020 13:05
2
მეგობრებო, ხალხო! სასტიკად წინააღმდეგი ვარ ცსკა-ში ან ნებისმიერ რუსულ გუნდში თოკოს გადასვლის, იმიტომ რომ თოკო სხვა დონეა, თუნდაც მარკოიშვილისგან განსხვავებით, თოკო ჩვენი სიამაყეა, ნაღდი პატრიოტი და ქართველია სულით და გულით და რუსული არმიის ფორმით მისი დანახვა ნამდვილად დარტყმა იქნება ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ დააკვირდით სიტუაციას, მედალს აქვს მეორე მხარეც! თოკოს არათუ უკეთესი, საერთოს სხვა არცერთი ვარიანტი არა აქვს უფრო მაღალ დონეზე თამაშის! ,,რეალი" რამეს რომ აკეთებდეს ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ ცსკა-ს ვარიანტს გამორიცხავდა თოკო, ანუ ნბა-არა, რეალიც არა, სხვა საკალათბურთო მონსტრებიც დუმან და ამ ყველაფრის ფონზე თოკოს რჩება ერთი არჩევანი ,,ბასკონია" ან ,,ცსკა", ამ ორს შორის კი არჩევანი ყველა პლიუსის და მინუსის გათვალისწინებით ცალსახად ცსკას მხაერეზეა, თანაც ცალსახად, თუმცა სამწუხაროდ!
ასე რომ რაც არ უნდა გულდასათუთქი იყოს ჩემთვის თოკოს ავადსახსენებელ ცსკა-ში თამაში, უნდა შევეგუო იმ აზრით რომ ერთი წლის თავზე თოკოს უფრო მეტი მთხოვნელი და წინადადებები ექნება, რომ მოშორდეს მაგათ და არანაკლებ ან უფრო მაღალ დონეზე წავიდეს სათამაშოდ.
წარმატებები თოკო! და მაინც ცსკა-ს დედაც...
ქორ-პარიკმახერი
08 ივლისი 2020 11:36
2
მანუჩარ მარკოიშვილის შესახებ,ვერაფრით დაგეთანხმები.არც მას დაუზოგია არასოდეს თავი ქვეყნისათვის და არც მას აკლია ტიტულები.მანუჩარის დროსაც ასე იყო და ახლაც,მე შუაზე ვიქნები გახლეჩილი.მხოლოდ პიროვნებას ვუგულშემატკივრებ,მაგრამ მანუს დროინდელი გამოცდილება მკრანახობს,რომ ეს ვერანაირად შეედრება ჩვენი სხვა ბიჭების გულშემატკივრობას სხვა კლუბებში.სამწუხარო რეალობაა.იმედია თორნიკესთვისაც კარიერის დასასრული არ გახდება, ცსკაში გადასვლა.
სოსო
08 ივლისი 2020 20:12
1
ვაკონკრეტებ გაუგებრობების და არასწორი ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად! მარკოიშვილის ხსენებისას ვგულისხმობ, რომ თოკო მანუჩარზე უფრო მაღალი დონის კალათბურთელია, უფრო დიდი ვარსკვლავია. არამც და არამც არ ვადარებ მათ პატრიოტიზმს ერთმანეთს, რადგან ამ მხრივ ორივე გულმხურვალე ქართველები და ჯიგარი ბიჭები არიან.
ქორ-პარიკმახერი
08 ივლისი 2020 11:53
4
თოკო სადაც არ უნდა იყო ყოველთვის ვიამაყებ შენით წარმატებები
emgranti
08 ივლისი 2020 00:39
13
2015-ში მარკოიშვილი რომ იყო ცსკაში მაშინ რატომ არ აპროტესტებდით თუ მაშინ შეკვეთა არ გქონდათ ანდა თურქეთში და აზერბაიჯანში თამაშს რატომ არ აპროტესტებთ რა მათ არ აქვთ ჩვენი მიწები მიტაცებული თუ რა.
90
07 ივლისი 2020 22:18
30
ძალიანაც მივქარეთ, რომ არ გავაპროტესტეთ. მაგრამ, თოკო სხვა დონეა
ALONZO
08 ივლისი 2020 02:19
2
ფეხბურთელებზე რატომ არგაქვთ პრეტენზიები ზაან მაინტერესებს?
Gorgi
07 ივლისი 2020 21:33
18
ერთი ფეხბურთელი დაასახელე, რომელიც შენგელიას დარი ევროპული დონისაა? ეგეთი არ გვყავს საერთოდ ეს ერთი, და მეორე, ფეხბუეთელების მენტალიტეტი კარგად არის ცნობილი, დიდი უმრავლესობა "ლიჟბი მაყუთი იყოს" ტიპები არიან!
გიორგის
07 ივლისი 2020 21:43
3
საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რომელ გუნდში ითამაშებს, მაგრამ ჩემი საქართველოს , ეროვნულ საკალათბურთო გუნდში! რუსული არმიის კლუბის წევრს რომ დავინახავ,გავუჭენებ თავში კვერცხებს !!!დიდება საქართველოს!!!
დევკალიონი
07 ივლისი 2020 21:19
10
გეყოფათ რა თორნიკეზე უარყოფიდად საუბარი. მარკოიშვილი არიყო მანდ? თუ მაშინ არიყვნენ არმიელები?მიხედოს თავის კარიერას და სადაც იქნება იქ ვუგულშემატკივრებ პირადად მე იმიტო რო ზაან მაგარი ბიჭია
Gorgi
07 ივლისი 2020 21:13
24
თოკო დაიკიდე აქ თუ კითხულობ ხოლმე ვიღაცეების პრუტუნს, გეგონება ვინმეს რამე გაეკეთებინოს ქვეყნის სასახელო , რუსეთში და თუ გინდ მარსე წადი , ოღონც ნაკრების თამაში არ გამაზოდა, რუსეთი მტერი როა ჩემზე კარგად იცი ,მაგრამ სპორტი და და პოლიტიკა სადერეკლეს პონტია , მითუმეტეს რუსის ხალხი ეგერზის შუშის სასახლეში და დიდს არაფერს ცვლის აქაც ნახევრად რუსეთია
Bbb
07 ივლისი 2020 20:41
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული