200 წელი ჩვენი არმია იცავდა; ახლა, წესით, ირანს ან თურქებს ფეხებში უნდა უცვივდებოდნენ - რა გამოხმაურება მოჰყვა championat-ის სტატიას შენგელიაზე?

AutoSharing Option
გუშინ, 7 ივლისს, უმსხვილეს რუსულ სპორტულ პორტალ championat.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო ქართველი გულშემატკივრის განწყობაზე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო გადასვლაზე.

"ჩემპიონატს" sportall.ge-ს მომხმარებელთა კომენტარების ძირითადი აზრიც ჰქონდა გადმოცემული. სტატიის ავტორმა კომენტარების ანალიზზე გამოიტანა შემდეგი დასკვნა, რომ უმრავლესობის განწყობა შენგელიას ცსკა-ში გადასვლის შესახებ უარყოფითია. ასევე, ხაზი იყო გასმული, რომ ქართველებში ცსკა არმიულ გუნდთან ასოცირდება.

საინტერესოა, რას ფიქრობენ რუსი გულშემატკივრები ამ ყველაფერზე. წინასწარვე გაცნობებთ: დადებითი განწყობა იქაც ცოტაა.

ისევე, როგორც "სპორტალზე", "ჩემპიონატზეც" შეიძლება კომენტარების მოწონება ან არმოწონება. ყველაზე მეტი მოწონების კომენტარი
კი ასეთია:

"200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში".

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვაც დასვა და პასუხიც მალევე მიიღო:

" - რუსეთში ხომ ქართველებიც ცხოვრობენ, რესტორნების მფლობელები და ასე შემდეგ. იმათზე რა ხდება?
- ისინი რუსები არიან. თორნიკე კი საქართველოს მოქალაქეა. ამიტომ ეწვით."

"ყველაზე სასაცილო ისაა, რომ საქართველომ თავად დაიწყო კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში... ისე, მაშინ ჩვენმა არმიამაც გადააჭარბა. მათი მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის გაწმენდა საქართველოს ჯარისგან, ჩვენები კი ისეთ აზარტში შევიდნენ, კინაღამ თბილისიც აიღეს."

"ძალიანაც კი არ გვჭირდება, თანაც მსუბუქად არაადეკვატურია."

"მახსოვს, როცა არმიელებს ხვდებოდა ბასკონია, თორნიკე არასპორტული აგრესიით გამოირჩეოდა."

"ამერიკაში უამრავი რუსი ჰოკეისტი თამაშობს - მაგრამ მათ არავინ ლანძღავს. რუსი ფეხბურთელი "შახტარში" ან კიევის "დინამოში" რომ გადავიდეს, უმრავლესობა წარმატებას უსურვებს."

აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს გულშემატკივრები შენგელიას გადასვლას მეგა-ტრანსფერს უწოდებენ და ბედნიერები არიან.

"სუპერ ენაძენი იქნება. მან აჩვენა, რომ მიროტიჩზე უკეთესია."

"მიხარია თოკოს ტრანსფერი. ქართველი თავის მენტალიტეტით ლიდერია და თამაშის დროს 100%-ით იხარჯება."

მთლიანობაში, გულშემატკივრის უმრავლესობა თოკოს გადასვლას მიესალმება და დადებითად უყურებს. ქართველებს კი მეტად ბუნდოვანი პოზიციები გვაქვს.

მკითხველის კომენტარები / 82 /
ისე კარგად იცავდნენ რომ სოჭი ადლერი 1920 წელს მიითვისეს . 1920 წელსვე თურქეთთან ზავი დადეს და ჩვენი მიწები დათმეს ყარსი , არდაჰანი და ა.შ. მერე 1921 წელს დაარღვიეს ფაქტი ურთიერთ თავდაუსხმელობის შესახებ და გააბოლშევიკეს საქართველო , რომლის დამოუკიდებლობა ოფიციალურად ჰქონდათ აღიარებული!!!!!
ესეც არ იკმარეს და 1921-31 წლებში მიიერთეს ქართული მიწები დღეს სადაც გამშვები პუნქტი ლარსი აქვთ, სომხეთს გადასცეს ლორე ტაშირი და აზერბაიჯანს ჰერეთის, კახი და საინგილო.

ასე რომ დაიცვეს კი არა რეპარაციებს უნდა იხდინდნენ და კიდევ დიდ გულზე არიან !!!
ჩვენები კი გარბიან რუსეთში ორი კაპიკის გამო და ფეხებზე ჰკიდიათ სამშობლო და ისტორია !!!!
ასეთები ქმნიან ილუზიას რომ ქართველები გულმავიწყები ვართ და არ გვახსოვს ისტორიული დანაშაული მათი !!!
mikhael
17:20 08-07-2020
14
მოკლა ილია ჭავჭავაძე, მოკლა მიხეილ ჯავახიშვილი, მოკლა მძინარე პატრიარქი კირიონი, მოკლა პირველი რესპუბლიკა და მთელი თაობა, რომელიც ამ ქვეყანას ეთაყვანებოდა! გაწყვიტა თაობა, რომელიც ამ ქვეყნის უკეთეს მომავალზე შეყვარებული, მშიერ–მწყურვალი და დაქანცული, თავდაუზოგავად მუშაობდა მისი წინსვლისთვის!
რუსეთმა მოკლა ჩვენი ბაბუები და ბებიები, მამები და დედები, წინაპრები და და–ძმები; რუსეთმა დატოვა ათასობით ქართველი მშობლების, ახლობლების და ბედნიერების გარეშე.
რუსეთი კლავდა ყველაფერ ქართულს, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოკლა ვერაფერი და ვერც ვერასდროს ვერ მოკლავს ვერაფერს.
რუსეთი კლავდა და კლავს საქართველოს სტაბილურ მომავალს, მაგრამ ვერც ამას მოკლავს. რამდენ საზღვარსაც არ უნდა გადმოვიდეს რუსეთის მკვლელი რაზმები, რამდენი ჩვენგანიც არ უნდა მოკლას ამ სიხლიანმა ტირანიამ, ის ვერ მოგვკლავს ყველას და ამიტომ, ის ვერ მოკლავს ჩვენს შემკვრელ იდეას.
მოკვდება სისხლიანი რუსეთი და იცოცხლებს საქართველო.
gio123
20:31 08-07-2020
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული