ვიქტორ სანიკიძე: მახარებს შენგელიას ცსკა-ში გადასვლა - ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია

AutoSharing Option
რუსულ პრესაში თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო ტრანსფერისა და ამ მოვლენისადმი ქართველი გულშემატკივრების რეაქციის შესახებ ბევრი იწერება. ცხადია, რუსებს ძალიან უნდათ შენგელიას თავიანთ გუნდში გადასვლა. ამჯერად აღნიშნულ თემას წერილი "სპორტ-ექსპრესმა" მიუძღვნა და ბერძნული "არისის" სპორტული დირექტორის, ვიქტორ სანიკიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელიც 2014/15 წლების სეზონში ყაზანის "უნიკსში" თამაშობდა.

"მოსალოდნელი იყო, რომ ამ გადასვლაზე ზოგიერთ ქართველს ასეთი რეაქცია ექნებოდა. რას იზამ? მე და მარკოიშვილიც ვთამაშობდით რუსეთში, მაგრამ მე მუდამ ვმიჯნავდი სპორტსა და პოლიტიკას. თორნიკეს შემთხვევაშიც იმავეს გაკეთებაა საჭირო. მას უყვარს თავისი ქვეყანა და
ნამდვილი პატრიოტია. თუმცა ყოველთვის მოიძებნება ხალხი, რომელიც სპორტსა და პოლიტიკაში ვერ ერკვევა. როგორც ჩანს, მათთვის ხელსაყრელია სხვისი კრიტიკა და შეურაცხყოფა... მე მახარებს მისი ცსკა-ში გადასვლა. ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია და ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდს შეუერთდება.

ცსკა-ში ძალიან მძლავრი გუნდი შენდება. რასაკვირველია, ისინი ერთადერთ მიზანს დაისახავენ - ევროლიგის მოგებას. დღესდღეისობით ბაზარზე სხვა კლუბები ასეთი აქტიურები არ არიან და ისინი 2020/21 წლების სეზონის ფავორიტები გახლავთ.

ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით, გასახდელში კი პოლიტიკაზე არასოდეს რ ვსაუბრობდით. მერწმუნეთ, უამისოდაც საკმარისია სასაუბრო თემები", - ციტირებს სანიკიძეს გამოცემა.

ბოლოს "სპორტ-ექსპრესი" რეზიუმეს აკეთებს: "შენგელიას გადასვლა ცსკა-ს ფანებს გუნდის კაპიტან კაილ ჰაინსს დაავიწყებს, რომელიც ზაფხულში "მილანში" გადაბარგდა. ახალი კაპიტანი ჯერ არ აურჩევიათ. საუბარი იყო რუს მოთამაშეებზე - ნიკიტა კურბანოვსა და სემენ ანტონოვზე. არაა გამორიცხული, მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა არჩევანი პირველივე საწვრთნელი შეკრების შემდეგ გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში ქართველ ახალწვეულს ექნება შანსი, პირველივე სეზონში არმიული კოლექტივის გუნდისთავი გახდეს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
იმის ნაცვლად რომ უფროსმა მეგობარმა კაცურად ურჩიოს თავის შეკავება , პირიქით უპრავებს საქციელს !!! თურმე მიჯნავენ ბიჭები სპორტს და პოლიტიკას , ალბათ ისე ძლიერ მიჯნავენ რომ დაავიწყდათ რამდენი ქართული რეგიონი გაგვიმიჯნა რუსულმა არმიამ.
ისე უქნიათ სულაც შოიგუს ნაცვლად დაუნიშნიათ და ესენი ადიუტანტებად წაიყვანოს !!!

ქცეყანა ცირკს დაამსგავსეს სადაც პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული იაფფასიან სათამაშო გახდა , ხოლო ქვეყნის და ერის ღალატი კი დემოკრატია და პროგრესის შირმით შეფუთეს !!!

მიხაელ
08 ივლისი 2020 23:52
20
ეტყობა მიწებს რომ გართმევენ ეს მხოლოდ პოლიტიკაა და პოლიტიკოსების საქმეა და რიგით ქართველ კალადბურთელს არ ეხება.
alioxa
08 ივლისი 2020 23:48
11
ჰოდა, რასაც შენგელია მოიგებს მაგ გადასვლით, პირველს შენ გაგიყოფს.
წადიშენი
08 ივლისი 2020 22:57
14
ერთი კითხვა მაქვს ჩემო მეგობარო შენგელია თამაშებისას ხშირად კოცნიდა იმ გერბს რა გარბსაც წარმოადგენდა თამაშზე მომავალში როდესაც დაინახავ შენგელიას იგივე საქციელს არანაირი უარყოფითი რეაქცია არ გექნება?შენთვის მნიშვნელობა არ აქვს რას ეამბორები მთავარია პოლიტიკა ან პოლიტიკოსი არ იყოს დანარჩენი მოსულა
09 ივლისი 2020 02:25
5
მიდით, მიდით, გაშიფრეთ ყველა ვინც რუსულ ნიჩაბზე და გაზზე სველდება...
ამოტივტივდნენ
08 ივლისი 2020 22:51
15
ერთი საკითხია,რამდენად სწორად იქცევა შენგელია ცსკა-ში რომ გადადის,ძალიან საკამათო სიტუაციაა,მე უფრო მეტისთვის მემეტება თოკო ვიდრე ცსკა.პლიუს ამას მაინცდამაინც გამართლებულად არ ვთვლი საქართველოს წინაშე ცსკა-ში გადასვლას,მაგრამ აქ ზოგიერთები ისეთები აკომენტარებენ,იმის ნახევარი რომ მისცენ რასაც თოკო აიღებს, ცსკა კი არა საერთოდ აღარ ჩამოვლენ ქვეყანაში.როგორი მარტივია სხვის ცხოვრებაზე კომენტარევის წერა და გადაწყვეტილებების გაკრიტიკება. სხვის ომში ბრძენებით არის ქვეყანა სავსე
საქართველო
08 ივლისი 2020 23:10
36
მორიგი ვაზელინის ორდენის კავალერი გაიჩითა. მიდი, მიდი, ემანდ არ იფიქრონ რუსებმა რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო გადარდებს ან მაგათ მიერ დახოცილი ქართველები. ხო და ბოლოში ღრუზინული "მი ვას ლუბიმ" დაგავიწყდა, იქნებ შენც გამორჩე ერთ-ორ რუბლს.)))
.....
09 ივლისი 2020 02:29
6
რა იყო მოსაწარით ურა პატრიოტებმა დისლაიქის დაწკაპუნება :-) მიხარია,რომ აეწვათ ზოგიერთებს ერთი ადგილი. 2008 ში რა ხდებოდა წითელ ხიდზე ეგეც მოგვიყევით
საქართველო
08 ივლისი 2020 23:48
36
იყიდება საქართველო. აბა რიგში ჩადექით ვისაც 30 ვერცხლი გინდათ...))))
აბა რა სანიკიძე სპორტსმენს რათ უნდა პოლიტიკა და ღირებულება? რომ იძახდი გულშემატკივრისთვის ვთამაშობო მაშინ იტყუებოდი? მაშ ახლა რატომ ამბობ ზოგ წინასღმდეგი იქნებაო.?) და ეგ არა უშსვს, ჩვენ წყალსაც წაუღივართ, ჩვენ აღარ ჩაგვთვალე, თუ გადაგვთვალე და გეცოტავეთ? არც შენ და არც შენგელია პატრიოტები არ ხართ, თქვენი ქვეყნის. თქვენ თქვენ თავს ქვეყანაზე მაღლა აუენებთ და არგუმენტად სპორტული მიღეევა მოგყავს. სამშობლო უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე პიროვნების რამე მიღწევა და თუ ამას ვერ ხვდება ვინმე, პატრიოტობაზეც პრეტენზია ნუ აქვს. სამშობლოს სიყვაროლი ცალმხრივია, შენ გიყვარს შენი სამშობლო უანგაროდ და მას ემსახურები. სამშობლოსგან 30 ვერცხლს ნუ ელოდებით, რადგან სამშობლო მხოლოდ ცნებაა.
30 ვერცხლი
09 ივლისი 2020 05:20
4
პირველ რიგში უნდა იყო პიროვნება, რომელსაც უნდა გაგაჩნდეს საკუთარი პოზიცია სამშობლოს მტრებთან მიმართებაში და შემდეგ კარგი მომღერალი , მსახიობი, სპორტსმენი და ა.შ
მაია
09 ივლისი 2020 10:08
1
ვიქტორ სანიკიძეს რა ახარებს ერთი გამაგებინა.
ნუთუ მართლა ასეთი ბრიყვები არიან ეს სპორტსმენები. გაჩუმდი მაინც და გაპრავებას მაინც ნუ ჩალიჩობ. ვერ გაპრავდება ვერანაირად ასეთი დონის ქართველი ვარსკვლავის რუსული ჯარის გუნდში გადასვლა
გიორგი
09 ივლისი 2020 11:19
4
ეს ძველი ქართული ანდაზაა პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არ აურიო. ან კიდე, კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთში არ აურიო, ბიხნესი და პოლიტიკა ერთმანეთში არ აურიო და ა. შ. და ვიღა დარჩა ამ ქვეყნის პატრონად, ვინ უნდა უთხრას მტერს რომ მტერია და შეგვტკივა ჩვენს შვილებზე დედებზე, დებზე, ძმებზე გული? მარტო სამხედროს საქმე ხომ ომი და შეაკვდით ჩვენ კიდე ჩავალთ ვითამაშებთ არმიის კლუბში, დადვდგებით სცენაზე და რუსულ არმიას სადიდებელი სიმღერებს ვიმღერებთ, ჩავალთ კონცერტებს ჩავატარებთ, ღვინოს გავყიდით, ჩვენი კერძებით თავს მოვიწონებთ ეს არაა პოლიტიკა კაცო პოლიტიკა მარტო ომია და მეომარს და აიმ ომისგან დაზარამლებულ ხალხს ეხება. 1980 წლის რუსეთში ჩატარებული ოლიმპიადა გახსოვთ მსოფლიოს არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი, რომ არ ჩავიდა მოსკოვში, ააააა არაა ხო სპორტი პოლიტიკასთან კავშირში. ვნიც ლუკმა პურის საშოვნელად მიდის ხო ბატონო მაგრამ ამას არჩევანის საშუალება არ ქონდა? ქონდა 2022 წლამდე ქონდა გაფორმებული ბასკონიასთან კონტრაქტი.

კიდე ერთია თურქეთის, ირანის და რუსულ სიტუაციას ერთმანეთს ნუ ადარებთ, რუსეთმა რაც დაგვმართა ჩვენ თვალწინ გაიარა და ბევრს სულ არ აჯავრებს და საუკუნეების წინ მომხდარზე გეწვით გული?! რუსეთმა ჩვენ თვალწინ გვიხოცა შვილები, ძმები, დედები, დები, თვალწინ წაგვართვეს ტერტორიები, გააღატაკეს შვენი მშობლები, დღესაც ჩვენ განვითარების და მშვიდობიანი ცხოვრების მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი ვინაა აბა თუ მიხვდებით. ცოტა თავი გაანძრიეთ და დაფიქრდით სანამ ვინმეს გაამართლებთ
ყველას გასაგონად
09 ივლისი 2020 13:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული