"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
გილოცავთ, თოკო, მრავალი გულშემატკივრის სახელით!!!

მრავალი გამარჯვება და ტიტული მოგეპოვებინოს შენი თავისა და პირველ რიგში საქართველოს სახელის სადიდებლად!!! ეს კარგი საშუალებაა რუსეთს აჩვენო, რანი ვართ ქართველნი და საქართველო!

საქართველოს დროშა ევროლიგის გამარჯვების დროსაც გეფრიალებინოს, როგორც ამას წინათ გააკეთე!!!

კლავიატურის ვაიპატრიოტებს კი (დიდგორობის დღესასწსაულად დაწესებაზე რომ ხმას არ იღებენ) ყურადღებას ნუ მიაქცევ.
ჯანო
09 ივლისი 2020 13:40
42
პატივს ვცემ როგორც კალათბურთელს,მაგრამ არმინდა რომ ისევ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყოს.

პ.ს;ისე ზოგიერთები როგორც ამბობენ პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვაა,რუსეთისთვის
ეს აქსიომა არ არის,მათვის პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივეა.
კობა
10 ივლისი 2020 11:50
6
ჩვენ რუსეთი ვართ?
Dato
10 ივლისი 2020 13:56
9
ყვარყვარესი არ იყოს:"ომია თუ პროვოკაცია"! ახლაც ასეა გამოგდის "კალათბურთია თუ პროვოკაცია"!
გუჯა
09 ივლისი 2020 14:12
22
თქვენ თუ საქართველოზე და საქართველოს ნაკრებზე ფიქრობთ, იმას რატომ არ ამბობთ რომ ბასკონიაში როცა თამაშობდა ნაკრებში არ უშვებდენ და მოსკოვში გადასვლის შემდეგ უფლება მისცეს რომ ითამაშაოს ნაკრებში. თანაც როგორც კახა შენგელიამ თქვა, მთავარი პირობა სწორედ ეს იყო და მაგის მერე დათანხმდა თორნიკე ცსკაში თამაშს. ანუ რაც არ უნდა წეროთ და ილაპარაკოთ თორნიკე ნამდვილი პატრიოტია, რომელიც საქმით ამტკიცებს ამას და არა უაზრო ურა-პატრიოტული ლოზუნგებით.
ირაკლი
10 ივლისი 2020 12:46
10
რაში გამოიხატება საკუთარი ქვეყნისა და ერის სიყვარული?მხოლოდ სუფრაზე სადღეგრძელოებში?რა უნდა გააკეთოს შენგელიამ ქვეყნისთვის,რა იარაღს აიღებს და ომში წავა,ისევე როგორც შინდისის გმირები?რაც შეეძლო ისიც არ გააკეთა,სამწუხაროა ძალიან,რა მანიშნებელია მისი ქმედება რუსეთისთვის,რომელიც დღეს საქართველოს უდიდესი მტერი და ქართველთმოძულე სახელმწიფოა.იმის მანიშნებელია რომ ქართველებს არ აქვთ ერთობა,არ გააჩნიათ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირსება,ბედოვლათები ვართ,ძალიან მიკვირს აქამდე რამ მოგვიყვანა,ალბათ სხვანაირები ვიყავით.
დავითი
10 ივლისი 2020 07:18
7
წარმატებები თოკო. ვამაყობთ შენით, რუს ხალხს ჩემგან დიდი სიყვარული გადაეცი
პროგრესული ქართველი
09 ივლისი 2020 14:07
64
შურიანი ხალხი , ყოველთვის ჭორაობს იმაზე რაც არიციან და აკრიტიკებენ ისეთებს ვის დონესაც ვერასდროს მიაღწევენ , შებერე . რუსულ მთავრობას შევეგუეთ და და ამასაც გადავიტანთ
Vvcc
09 ივლისი 2020 14:04
52

თოკო , ამ ნაც ხროვას და მათ ტროლებს ყურადღება არ მიაქციო, ესენი ( 90% -ზე მეტი, დანარჩენი კი ხმას აყვა) კონკრეტული ინტერესებს ახორციელებენ და ფულს იღებენ ამაში...

შემთხვევით ხდება, რომ სწორედ ასეთი კომენტარები იბლოკება? შემთხვევით არაფერი ხდება...

მე-10 ჯერ მაინც დავწერე, მაგრამ ბლოკავენ...
გიო
09 ივლისი 2020 13:56
57
იქნებ გაცდეთ ამ ანტინაც ისტერიკას და გაეცნოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიას, მაშინ კი გასაგები გახდეს თქვენთვის ეგებ, რატომ უნდა გქონდეს ქართველ კაცს პროტესტი რუსეთის ქმედებების მიმართ!
P.s. მე "ნაცი" არ ვარ და ამ კომენტარში ფული არ ამიღია!
მოყმე ვინმე
09 ივლისი 2020 16:18
4
Nacxrovas aket da damvealebels ikit!
Rusi armielebis tvalsachino carmomadgenelia amieredan chemtvis Shengelia, mandve iyos...
Gimzeri
09 ივლისი 2020 14:21
10
ესე იგი ზოგის თვის პრობლემა არაა?
ან მაგ არსებას საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართვით
ან კიდევ ჩემდა თავად ოკუპაციის შემწინააღმდეგებლისლის დდდდდდ
გაუფორმეთ პუტინს ახალი გიორგიევსკის ტრაქტატი !!!!!
"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" ??????????????
10 ივლისი 2020 15:25
9
რა საჯინობოს ეძახდნენ ან როდის?კალათბურთის ბაი-ბუიში ხაარ? ჩამოგითვალო იმ დროს ვინ თამაშობდა მანდ და სუყველა რომ მაგარი კალათბურთელი იყო თუ გახსოვს?
ლოპატოვი,ტარაკანოვი,ერიომინი,მიშკინი,გობოროვი,ენდენი,ტკაჩენკო...ესენი იყვნენ საჯინიბოს კალათბურთელები?
დ.ფ.
09 ივლისი 2020 17:10
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული