"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
ხომ გახსოვს ჰიმნის დროს დროშისკენ უნდა შებრუნდე და გულზე ხელის დადებაც არ დაგავიწყდეს. რომ გაიგებ საზღვარი გადმოწიესო არ შეიმჩნიო. ,,არაპროფესიონალური'' იქნება.
David
09 ივლისი 2020 13:21
21
გერბს აკოცე!
09 ივლისი 2020 13:03
14
ვენაცვალე ჩვენ გმირ ბიჭებს ვინც იუგოსლავიას ბელგრადში მოუგეს! თქვენ ყველანი ჩვენ გულებში ხართ და გვეიმედებით. ყგელას წარმატებას გისურვებთ და იცოდეთ ჩვენ თქვენი წარმატებებით ვხარობთ. ჩვენ მაგარი ნაკრები გვყავს მის გარეშეც.
შენ კი მამიკოს ბიჭო დარჩი მანდ, თუ არა და ნახავ სპორტის სასახლეში პირველივე შენს გამოჩენაზე, ჩვენ რამდენი ვართ ან ვინ ვართ. საქრთველოს დროშასთან რაღა გინდა მაგ ფორმით, რუსულ არმიის გერბს ქართველების სისხლი არ შემშრალა?
G.LA
09 ივლისი 2020 14:14
22
თოკო, არავინ ისე არ გქომაგობდა როგორც ჩვენ, ქართველი გოგონები, მაგრამ შენი ამ ნაბიჯით ჩვენი გულები დაამსხვრიე! ბოლო წამამდე ჭორი გვეგონა მაგრამ შენ საკუთარი კეთილდღეობა ყველაფერზე წინ დააყენე ... დღეს ნათლად გამოჩნდა რომ შეიძლება იყო კარგი სპორტსმენი მაგრამ არ იყო ღირსეული მამულიშვილი - ვწუხვარ რომ ამას ვამბობ მაგრამ ერის გამორჩეული შვილები ასე არ იქცევიან, რადგან ამ ცხოვრებაში ფულზე და საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა მათთვის არსებობს გაცილებით სხვა ფასეულობები!
ქალი
09 ივლისი 2020 15:15
26
კაცი 2 მეტრონახევარი გაიზარდა და თავში ტვინი არ ჰქონია, მკერდში კი გული.
საქართველოს მტერთან გადახვედი, ეროვნული გუნდის კაპიტანი?
ნდაა.
09 ივლისი 2020 15:13
27
მალადეც შენგელია! ისევე დაგიკიდებს ქართველი გულშემატკივარი, როგორც შენ დაგვიკიდე!
ალექსანდრე
09 ივლისი 2020 13:28
25
წარუმატებლობები
Superman
09 ივლისი 2020 13:03
14
აი მალადეც რაა.შენ ის თოკო აღარ ხარ.მართალია აქ ზოგიერთი გიწონებს გადაწყვეტილებას,მარა ასეთი სულ 20 პროცენტი თუ იქნება,დანარჩენი 80?ქართველ გულშემატკივრებში პატივისცემა დაკარგე.აი ვინც გიწონებს ხომ,აი პოლოიტიკა და სპორტი სხვადასხვაა,აი ხალხი კარგია მმართველი არ უვარგათ უბრალოდ და ასეთი სისულელეებს რო ბჟუტურებენ,იმათ გასაგონად ერი და ბერი იგივეა,რუსი ხალხიც და მმართველობაც ერთი და იგივეა.რუსები პირველები არიან ვინც სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთში ურევენ,მეთთვის ეს ერთი და იგივეა.იყავი ბედნიერი მაგრამ დამიჯერე თოკო ინანებ ამ ნაბიჯს.
master
09 ივლისი 2020 14:24
20
როგორც შენ დააფასე გულშემატკივრის აზრი ისე დაგაფასებთ შენც, რომ ჩამოხვალ სათამაშოდ ნაკრებში!
ლაშა
09 ივლისი 2020 13:44
11
სულ ბედნიერად და დატოვე ნაკრების კაპიტნობა შენთვითონ.
გია
09 ივლისი 2020 13:14
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული