"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლითო, საზღვრებს რომ სწევენ ყოველდღე მაგითაც ბედნიერი იქნები, ხალხს რომ იტაცებენ ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევისთვის მაგითაც ბედნიერი იქნები გეტყობა, ანწუხელიძის წამების კადრებს რომ უყურებ მაგითაც ბედნიერი იქნები რუსული არმიის ძლევამოსილებით. ამდენ ბედნიერებას ამდენი ხანი როგორ ნიღბავდი რომ ვერავინ ვერ შეგამჩნია და ყველას კაცი ეგონე...
qartveli
09 ივლისი 2020 14:49
17
გილოცავთ, თოკო, მრავალი გულშემატკივრის სახელით!!!

მრავალი გამარჯვება და ტიტული მოგეპოვებინოს შენი თავისა და პირველ რიგში საქართველოს სახელის სადიდებლად!!! ეს კარგი საშუალებაა რუსეთს აჩვენო, რანი ვართ ქართველნი და საქართველო!

საქართველოს დროშა ევროლიგის გამარჯვების დროსაც გეფრიალებინოს, როგორც ამას წინათ გააკეთე!!!

კლავიატურის ვაიპატრიოტებს კი (დიდგორობის დღესასწსაულად დაწესებაზე რომ ხმას არ იღებენ) ყურადღებას ნუ მიაქცევ.

აბა რამდენს გსურთ, დიდგორობა დღესასწაულად დაწესდეს?

გამოჩნდება შეფასებებში...
გიო
09 ივლისი 2020 14:41
55
რა აზრი აქვს 8 საუკუნის წინანდელი დიდებული გამარჯვების აღნიშვნას, თუ 10 წლის წინანდელი ომი აღარ გახსოვს?!
1234
09 ივლისი 2020 21:05
2
გამიხარდამეთქი ვერ ვიტყვი, კარგი იქნებოდა არარუსულ კლუბში გადასულიყო, მაგრამ წამატებები და იმედია ნაკრებში პროგრესს გააგძელებს. ხალხს კიდე ვთხოვდი ტალახს ნუ ვესვრით ადამიანს, სხვის ომში ყველა გენერალიაო იძახიან.
გიონატ
09 ივლისი 2020 14:31
42
ნუ წაიღეთ ტვინი, ყველას გული დაგვწყდა. კაცი ევროპაში საუკეთესოა და ტიტულიც უნდა, NBA-ს უმიზნებს. ბასკონიასთან ერთად შეუძლებელი იყო მიზნის მიღწევა და ცსკ-ში რეალური გახდება. წარმატებები თოკოს, ჩვენ ხალხს კიდევ- გული გონიერი!
bbb
09 ივლისი 2020 14:29
48
SM მეგობარო რა კრემლში სტაჟირებაზე ლაპარაკობ,ამ ვაი და ვითომ პატრიოტების 100% საზღვრის გადმოწევაზე მავთულხლართების გამბმელად იმუშავებდა 2000 ლარად.
ლ.გიო
09 ივლისი 2020 14:29
53
მაგ ბარსა და რეალი არიყო პოლისჯოხის ტილოსავით რო იხმარენ შარშან.დდ წარმატებები პირადულში თორნიკეს და ყველა ქართველს სადაც არუნდა იყვნენ.კალათბურთია აქ სადაც დომინანტი ესპანური კლუბები სულაც არარიან.
zaza
09 ივლისი 2020 14:27
35
აი მალადეც რაა.შენ ის თოკო აღარ ხარ.მართალია აქ ზოგიერთი გიწონებს გადაწყვეტილებას,მარა ასეთი სულ 20 პროცენტი თუ იქნება,დანარჩენი 80?ქართველ გულშემატკივრებში პატივისცემა დაკარგე.აი ვინც გიწონებს ხომ,აი პოლოიტიკა და სპორტი სხვადასხვაა,აი ხალხი კარგია მმართველი არ უვარგათ უბრალოდ და ასეთი სისულელეებს რო ბჟუტურებენ,იმათ გასაგონად ერი და ბერი იგივეა,რუსი ხალხიც და მმართველობაც ერთი და იგივეა.რუსები პირველები არიან ვინც სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთში ურევენ,მეთთვის ეს ერთი და იგივეა.იყავი ბედნიერი მაგრამ დამიჯერე თოკო ინანებ ამ ნაბიჯს.
master
09 ივლისი 2020 14:24
20
ჩემს დროს 1970 და ზემოთ ცსკა-ს გუნდებს საჯინიბოს ეძახდა მთელი "სოიუზი"და არავინ არ გულშემატკივრობდა.ჩემი თაობისთვის საქართველოში იმედია არაფერი შეცვლილა.ნაკრებში კი მამუკელაშვილი შეცვლის.მაგაზე მეტი თუ არა ნაკლები არაფრით არ არის.ძალიან გულდასაწყვეტია,მაგრამ მე მგონი შენგელიამ უფრო მეტი დაკარგა ვიდრე საქართველოს ნაკრებმა.საქართველოს ნაკრები გამარჯვებებით ივლის,შენგელიას თავის არჩეულ გზაზე გაუმარჯოს.
ნუკრი
09 ივლისი 2020 14:22
19
ვენაცვალე ჩვენ გმირ ბიჭებს ვინც იუგოსლავიას ბელგრადში მოუგეს! თქვენ ყველანი ჩვენ გულებში ხართ და გვეიმედებით. ყგელას წარმატებას გისურვებთ და იცოდეთ ჩვენ თქვენი წარმატებებით ვხარობთ. ჩვენ მაგარი ნაკრები გვყავს მის გარეშეც.
შენ კი მამიკოს ბიჭო დარჩი მანდ, თუ არა და ნახავ სპორტის სასახლეში პირველივე შენს გამოჩენაზე, ჩვენ რამდენი ვართ ან ვინ ვართ. საქრთველოს დროშასთან რაღა გინდა მაგ ფორმით, რუსულ არმიის გერბს ქართველების სისხლი არ შემშრალა?
G.LA
09 ივლისი 2020 14:14
22
ყვარყვარესი არ იყოს:"ომია თუ პროვოკაცია"! ახლაც ასეა გამოგდის "კალათბურთია თუ პროვოკაცია"!
გუჯა
09 ივლისი 2020 14:12
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული