შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 112 /
ხო მართალი ხარ არაფერი არ შეცვლილა ველოდები სათამაშოდ რო გამოხვალ მაისურზე წარწერით "როსია ოკუპანტ"
live
09 ივლისი 2020 22:58
13
CHVEN MARTO TRABAXOBASHI VART MAGREBI AI UKRAINELEBI KI PATRIOTEBI ARIAN NAMDVILI KI DZMAO EG SHENI ARCHEVANIA CARMATEBEBI SHENS ARCHEVANSHI SAKARTVELOS NAKREBI KI CHVENIA XALXIS DA ALBAT UMRAVLESOBAS SHENI NAXVA AR GAUXARDEBA AM UVELAPRISH SHEMDEG EROVNUL NAKREBSHI CARMATEBEBI SHEN TOKO CHVENS UMISOD
Dato
09 ივლისი 2020 20:14
11
მან Თავისი Თავის იმედად მიიღო ამხელა გამოწვევა და დარწმუნებული ვარ დაუღალავი Შრომით მოპოვებულ მისწრაფებას მისეული მიმართულება მისცა კარიერის Თუ ცხოვრების ამ ეტაპზე. Თქვენც იშრომეთ, დაიხარჯეთ, საკუთარ Თავებზე Ძლიერ პიროვნებებად Ჩამოყალიბდით და მერე Შეაფასეთ ეს ადამიანი. რათქმაუნდა წარმატებებს ვუსურვებ მას !
ბბ
09 ივლისი 2020 21:51
26
კაცი, რომელიც განოლდა...
ოპტიმუს
10 ივლისი 2020 09:54
9
სამარცხვინო ხარ...
ირაკლი
10 ივლისი 2020 01:13
15
მიდი თორნიკე, შენ იცი, შენი გზა გაქვს გასავლელი ცხოვრებაში. სააკაშვლი თუ პიტინს ოთხჯერ შეხვდა მოსკოვში, საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსებს ტითო ლარად მიჰყიდა, თანაც ომობდა რუსეთთან და ჩვენ ბიჭებს ხოცავდა ომში, შენ თუ იქ კალათბურთი ითამაშე, მაგით არაფერი არ დაშავდება.
ქართველი
09 ივლისი 2020 22:48
28
რა თქმა უნდა თავისი გზა აქვს, ჩვენც გვაქვს უფლება არ მოგვეწონოს მისი საქციელი და აღარ ვისურვოთ კაპიტნად. რაც უნდა ის ქნას კაცო, მარა ჩემნაირებზე ნუღარ გაბრაზდებით თუ ფულზე გაყიდულად ჩავთვლით, სხვაგან ვერ ნახა წასასვლელი თუ რა? თუ გინდა არასწორი ვიყოთ, როცა ხედავ რომ უმრავლესობას არ მოწონს შენი გადასვლა თავი უნდა შეიკავო. შენ საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც რა ჯობიაო?
ირაკლი ქუთაისელი
10 ივლისი 2020 10:33
2
ბარსელონადან რეალში რომ გადადის სპორტსმენი იმაზე ატყდება ხოლმე ერთი ამბავი, ეს კი ოკუპანტი ქვეყნის არმიის გუნდში გადავიდა. რომელიმე კერძო რუსული კლუბი რომ ყოფილიყო კიდევ ჰო მაგრამ რუსული არმიის კლუბი?! ბიჭო რეალში გადადი , ნბა- ში წადი ცსკ- ში რა ჯანდაბა გინდა? ვუსურვებ ცსკ-ს სრულ კრახს ევროლიგაზე.
irakli81
10 ივლისი 2020 09:33
4
თავად დაიწვი თოკო თავი, პირველი კომენტარის დროს რომ გაიმართლე თავი, იმედია ხალხის დამოკიდებულება არ შეიცვლება ჩემს მიმართო. თავადაც არ გჯერა რომ ბოლომდე სწორი გადაწყვეტილება იყო და ამიტომ ითხოვე გულშემატკივრისგან “გაგებით” მოკიდება.
უკვე რომ იმართლე?
10 ივლისი 2020 13:59
5
ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის...
Caruzo9
10 ივლისი 2020 01:40
15
ფულს დახარბდი ბიჭო?
სტატუს ქუო
10 ივლისი 2020 09:30
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული