საქართველოს პრეზიდენტისთვის შენგელიას ცსკა-ში გადასვლა მიუღებელია

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბასკონიადან" მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას სოციალური ქსელით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მან საქართველოს ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა.

"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის ცსკა-ში გადასვლასთან დაკავშირებით", - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, შენგელიამ არმიულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

alt"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

altNBA-ში გადასვლას ცსკა ხელს ვერ შეუშლის - შენგელიას ტრანსფერის დეტალები ცნობილია

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

alt

"არ ვიცი, საიდან დავიწყო" - შენგელია "ბასკონიას" დაემშვიდობა

altშენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

მკითხველის კომენტარები / 17 /
სალომე შეგახსენებთ! პრეზიდენტის არჩევნების დროს პირაღია ვაშაძე, რომ არ გასულიყო, სადაც მართლაც არსებობდა ამის საშიშროება, ამიტომაც მივიღეთ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გადაწყვეტილება, რომ შენთვის "დაგვეჭირა მხარი" სიმართლე გითხრა არავის ეპიტნავებოდა შენი არჩევა ,უბრალოდ სხვა გზა არ გვქონდა. ეხლა მთავარი: თურმე თორნიკეს გადასვლა სირცხვილია და საწყენი და შენს საქციელს რა დავარქვათ? ორი დამნაშავე, რომ გამოიყვანე ჰაიჰარალად ციხიდან, ერთი ხაზინის ქურდი, მეორე გადატრიალების მომხრე. შენის მხრიდან ეს არი დანაშაული. ამიტომ ყველამ მოკეტეთ და თორნიკეს ნუ ეხებით. თავისი პირადი საქმეა სად წავა და სად არა! გამოხვედით ეხლა სუყველა დიდი მამულიშვილები. ვაი თქვენს პატრონებს ბედოვლათებო.
თორნიკეს წინსვლა და გამარჯვებები! შენს გვერდით ვართ ჭეშმარიტი გულშემატკივრები!
19:14 10-07-2020
5
რაღაც-რაღაცეები ვერ გავიგე რა,ორმაგი სტანდარტია,ეგრე გახარია და თვით ბიძინა წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ რუსეთში,ისინი თავიანთი ბიზნესით ეხმარებოდნენ რუსეთის ეკონომიკას,შექონდათ გადასახადები რუსეთის ბიუჯეტში (რომელიც თავის მხრივ აფინანსებდა რუსულ არმიას),ასაქმებდნენ რუსეთის მოქალაქეებს,უხდიდნენ ხელფასებს და უზრუნველყოფდნენ რუსული ოჯახების ბედნიერებას.ვერ გავიგე მარტო თოკოა ამ ქვეყნის "მოღალატე"?,პირადად მე არც ერთ მოცემულობას არ ვეთანხმები,პატივს ვცემ როგორც ბიძინას,ასევე გიორგის,ისინი ბიზნეს აკეთებდნენ,ისე როგორ ბევრი სხვა.პრეზიდენტის განცხადება რაღაც უადგილო მგონია.თავისი უკმაყოფილებეა ბიძინას და გახარიას და კიდევ სხვა უამრავი თანამდებობის პირის და ბიზნესმენის მიმართაც უნდა გამოეთქვა,სხვას ყველას ეპატიება შენგელიას გარდა?პირადად მე თოკოს გადასვლა მართლა მეწყინა,მაგრამ მოღალატედ არ ვთვლი.მესმის რომ ბასკონიას არა აქვს შანსი გახდეს ევროპის ნომერი პირველი გუნდი,მაგრამ ლიგა ენედესა გაცილებით ძლიერია ვიდრე ვითიბი.იმედია თოკო მალე დატოვებს მაქაურობას
levan
17:35 10-07-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული