championat.com: შენგელიას ჰეიტერებს ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ - არ არის საჭირო ნეგატიური კომენტარების წაკითხვა

AutoSharing Option
რუსული მედია თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლით აღფრთოვანებულია. განსაკუთრებით championat.com-ზე ჟურნალისტი რომან დიომინი აქტიურობს, რომელიც ამ ტრანსფერს აქტიურად უჭერდა მხარს. მან "არმიული" კლუბის მიერ ქართველი მძიმე ფორვარდის შეძენას წერილი მიუძღვნა.

ცსკა-მ ტოპ-ტრანსფერი გაჩარხა. შენგელიას ჰეიტერებს მხოლოდ ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ
თორნიკე, როგორც იქნა, ოფიციალურად გადაბარგდა მოსკოვში. რამდენადაც არ ეცადნენ, მოკრიტიკეებმა ვერ შეძლეს ტრანსფერის ჩაშლა.

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი "ბასკონიადან" ცსკა-ში გადავიდა. "არმიულმა" კლუბმა ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა. ასე რომ, არავითარი ეჭვი აღარ შეიძლება არსებობდეს. ზოგიერთი პიროვნება შენგელიას სამშობლოში ამას ენთუზიაზმით არ
შეხვდება, მაგრამ მოთამაშემ თავისი კარიერისთვის ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილება მიიღო. ჰეიტერებს მხოლოდ ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ.
ერთი დღის განმავლობაში ქართულ საიტებზე შენგელიას მისამართით მრავალი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერება. ზოგიერთი გულშემტკივრისთვის არასასიამოვნოდ მისაღებია ის ფაქტი, რომ შენგელია "არმიულ" კლუბში გადავიდა. თუმცა ყველა ეს ვნებათაღელვა ადრე თუ გვიან შენელდება ან ჩაცხრება. უცვლელი რჩება ფაქტი - ცსკა-მ ევროპის მასშტაბით ტოპ-მოთამაშე ჩაიგდო ხელში, რომელმაც გუნდს დიდი სარგებელი უნდა მოუტანოს.

ცსკა შენგელიაზე იმედს სერიოზულად და დიდი ხნით ამყარებს. თორნიკემ იმისათვის, რათა საქართველოში ჰეიტერებისათვის არ მიეცა ნეგატივის ზედმეტად გადმოფრქვევის საფუძველი, საკმაოდ თავშეკავებულად და ლაკონურად ისაუბრა "არმიულ" კლუბში გადასვლის თაობაზე. მიუხედავად ამისა, შენგელიამ აღნიშნა, რომ ცსკა-ს გასაოცარი შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველს რუსულ კლუბში თამაშის უზარმაზარი სურვილი აქვს.

შენგელიამ ადრე განაცხადა, რომ ცსკა-ში გადასვლა არანაირად არ აისახება მშობლიური საქართველოსადმი მის სიყვარულზე. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები მოკრიტიკეებისათვის (критиканов-ებად მოიხსენიებს) არაფერს ნიშნავს. თუმცა ჰეიტერების მოსაზრებაზე ყურადღების მიქცევა არ ღირს. არ არის საჭირო ყველა ამ ნეგატიური კომენტარის წაკითხვა. ისინი არაფერს ნიშნავს და არაფერზე ახდენს გავლენას. ცსკა-მ ელიტური მოთამაშის ტრანსფერი გაჩარხა. ეს ვირტუალური სამყარო კი არა, არამედ რეალობაა, რომელსაც მართლაც აქვს მნიშვნელობა".

alt"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

altშენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

altკაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს - კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ტრანსფერს გამოეხმაურა

altგადაცემა "სპორტალი" - კახა შენგელია: მიუხედავად ევროლიგის აკრძალვისა, ცსკა თოკოს ნაკრების ყველა თამაშზე გამოშვებას დაპირდა [VIDEO]

altchampionat.com: "რუსული არმიის" კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული

მკითხველის კომენტარები / 33 /
ჩვენ თვითონ ვიგდებთ საკურთავ თავს სასაცილო მდგომარეობაში.ეგეთი პატრიოტები თუ ვართ მაშინ უარი ვთქვათ რუს ტურისტებზე და ყველაფერ რუსულზე,სანამ რუსული ჩექმები ამძიმებენ ქართულ მიწას.საერთოდ 2008 წ. აგვისტოს შემდეგ ყველანაირი კავშირი უნდა გაგვეწყვიტა რუსეთთან გამოგვეყვანა მანდ მყოფი ყველა ქართველი და სრული ბოიკოტი გამოგვეცხადებინა.ისეთი რომ სპორტსმენს კიარა ციხის შიშით ქვეყნიდან გაქცევაზე მყოფ კანონიერ ქურდსაც კი არ მოსვლოდა აზრი რუსეთისთვის შეეფარებინა თავი,მაგრამ არ აღმოვჩნდით ეგეთი პრინციპულები.ისედაც უამრავი ქართველი მოღვეწეობს რუსეთში ყველა სფეროში და რაღა მაინცდამაინც თოკოს გადავეკიდეთ პოზიცია-ოპოზიციანა.თანაც ცსკა არც არმიის გუნდია და არც რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან ფინანსდება,როგორც ამას აქ ზოგიერთები ამბობენ.ერთადერთი კავშირი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი აბრივიატურა "ცსკა"-ა.
კვარა
10 ივლისი 2020 03:31
20
გეთანხმები ერთის გამოკლებით. ეროვნული ნაკრების კაპიტანი არცერთი მათგანი არ არის
ALONZO
10 ივლისი 2020 10:01
1
და შენი აზრით, მართლაცდა რაღა თორნიკეს გადავეკიდეთ ამდენ ზღვა მოღალატეში და თანაც პოზიცია-ოპოზიციანად, რუსოფობ-რუსოფილიანად და დიდიან-პატარიანად?!.. იქნებ, თუ ღირსება და თავმოყვარეობა არ გაგაჩნია, ჭკუას მაინც დაატანი ძალა და თავადვე გასცე პასუხი შენს შეკითხვას - რატომ მოიცალა სრულიად საქართველომ სწორედ თორნიკესთვის?!..
მ. ტ.
10 ივლისი 2020 09:56
3
ყველა გამოხმაურება
ასარჩევიდან მაინცადამაინც რუსეთს და ცსკს რომ აირცევ ესაა სამწუხარო და არა ის რომ რუსეთში მიდიან ზოგადად სარჩოსთვის. ტოპი როდესაც ხარ და ნაკრების კაპიტანი ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, ყოველშემთხვევაში უნდა გქონდეს.
ლმ
10 ივლისი 2020 10:11
16
ჩემი აზრით საქართველოს ნაკრების კაპიტანი არ უნდა წავიდეს რუსეთის არმიულ კლუბში სათამაშოთ რომლის გერბსაც ამშვენებს თავზე წითელი საბჭოთა ვარსკვლავი როცა ქართველი ხარ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხარ ეს სამარცხვინოა ჩემი აზრით.
ზოგადად არც ის მომწონს როცა ქართველი ფეხბურთელები მიდიან რუსულ კლუბებში მარა მესმის დღევანდელი სიტუაცია,რომ არ ეპატიჟებიან ქართველებს ევროპის წამყავანი კლუბები და რუსეთის ჩემპიონატი შედარებით კარგი დონეა და იქ თამაში შეიძლება რაღაცას მიაჰწიოო და გაიზარდო ნორმალური პირობებია ამისთვის გასაგებია მარა ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელიც რომ წავიდეს ცსკაში ესაც სამარცხვინოო იქნება ეს არის არმიული გუნდი!! ისტორიულად რუსებისთვის!! და არაა რომელიმე რუსული ქალაქის გუნდი.
Giorgi
10 ივლისი 2020 03:15
23
მოიკვეთოს ნაკრებიდან...
Ttt
10 ივლისი 2020 10:06
29
შენნაირი გულშემატკივარი უნდა მოიკვეთოს საერთოდ. თორნიკეს წარმატება!
ხვიჩა
10 ივლისი 2020 13:36
21
რატომღაც მგონია რომ რუსებმა თორნიკე იმიტოც იყიდეს, რომ ქართველი იყო, იყო,ჩვენთვის რომ ეტკინათ, ძვირფასი წაერთვათ, ვინაა ბოსი ეჩვენებინათ, ჩვენი ერთობის ნიშნები გაეფარჩაკებინათ. ჩანაფიქრში ეს ქონდათ თუ არა, ასე მოხდა, ახლა უკვე მათი მძიმე ფორვარდის დამსახურებით, სახელით აღარც მოვიხსენიებ!
SL
10 ივლისი 2020 09:09
9
მოდით რა ყველამ თქვენს მამიდებს მიხედეთ! ყველაზე მეტი ქვეყნის გამყვიდელი ნაძირალა ნაცები გვიზიან პარლამენტში და თორნიკეს მიადეგით? თორნიკემ ჩააბარა რუსებს ჩვენი მიწები და სტრატეგიული ობიექტები? ამდენი უხცო ტომებიც თორნიკემ შემოიყვანა, რომლებიც აქ კარგად და მშვენივრად ცხოვრობენ?! ყველანაირ ქართულსაც და ეროვნულს თურმე ისევ თორნიკე დაეტაკა? კარგიტ რააა! ასეთი თუ "პატრიოტები" თუ ხართ თორნიკეს კი არ უნდა ებრძოლოთ მიდით და ეს ნაცები გამორეკეთ სადაც არიან, ცარიელი სიტყვებით ბაქი-ბუქობა მაგარია.
თორნიკე შენგელია! წარმატებას გისურვებთ სადაც არ უნდა იყო! გიო
10 ივლისი 2020 13:48
18
გენაცვალე გიო! მართლაც ვისი რა საქმეა თორნიკე სად წავა და რას გააკეთებს. ისეთი ხალხი ლანძღავს, ვისაც დარწმუნებული ვარ თითიც არ გაუნძრევიათ საქართველოსთვის. გეყოთ ეს მოჩვენებითი ვაი- პატრიოტობა.
გუჯა
10 ივლისი 2020 14:17
13
საერთოდ მიმაჩნია უფალმა სამარადჟამო განსაცდელი გვარგუნა მეზობლების სახით. რომელს ვუყვარვართ და რომელი ფიქრობს ჩვენს განვითარებაზე ?
ALONZO
10 ივლისი 2020 10:03
6
Giorgi ნეტა შენ ჭკუა მოგცა და მე მილიონი დოლარი.ცნობისთვის საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ ხალხს ანადგურებს ვიდრე რუსეთი.გაუსაძლისი რომ გახდა საქართველოში ცხოვრება ამ პატრიოტიზმით აღსავსე მთავრობაზე ლაპარაკობ?
ალოო
10 ივლისი 2020 09:30
16
ვცხოვრობ მოსკოვში და მართლა ძალიან გამეხარდა, თორნიკე რომ ცსკა-ში გადავიდა. ახლა შესაძლებლობა მექნება მის თამაშებს დავესწრო და საქართველოს დროშით ვუგულშემატკივრო. იგივეს გააკეთებენ ჩემი მეგობრები(მათ შორის, რამდენიმე არაქართველიც). წარმატებებს ვუსურვებ.
კოტე
10 ივლისი 2020 17:47
18
კიდევ კარგი, რომ სამარყანდში არ ცხოვრობ...
თემურ ყლენგი
10 ივლისი 2020 21:12
4
მთავარია თორნიკე ძლიერ გუნდში გადავიდა და თანაც ტოპ მოთამაშის სტატუსით, სადაც კიდევ უფრო ძლიერი იქნება და საამაყო იქნება როცა მისი სახელის სკანდირებას მოახდენე, რაც შეეხება რუსეთში რატომ წავიდაო ნუთუ სხვა ჩვენი სპორცმენები არ მოღვაწეობენ რუსეთში ვაი გულშემატკივრებო? ნახევარი ჩვენი ფეხბურთის ნაკრების წევრები ხომ წლებია რუსეთის გუნდებში არიან ან თუნდაც ჩვენი საამაყო მორაგბეები და რა მათ ოდისმე საქართველო დაივიწყეს ან ნებისმიერ თამაშის დროს თავი არ დადეს ბოლომდე? ასეა ყველაზე მეტად ისინი აქტიურობენ და გაჰყვირიან თვითონაც არ იციან რას ვისაც სპორტის საერთოდ არ გაეგება!!! თოკოს წარმატებები, თანაც არ დაგავიწყდეთ კონტრაქტი ცსკას სასარგებლოდ კიარა მისთვის და საქართველოსთვის მომგებიანი პოზიციებით აქვს შედგენილი (საქართველოს ნაკრებში გამოშვება რად ღირს და ნბა-ში გადასვლის არ შეშლის პირობა) ასე რომ თოკო დიდ წარმატებებს გისურვებ პირად კარიერაში და საქართველოს ნაკრებში!!! მჯერა რომ დიდ მწვერვალებს დაიპყრობ!!!
ნიკა
10 ივლისი 2020 14:35
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული