ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა fortuna.ge-სთან საუბრისას კომენტარი თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერზე გააკეთა.
"ნამდვილად ვერ გეტყვით, თორნიკე შენგელია ინანებს თუ არა ამ არჩევანთან დაკავშირებით (სამწუხაროდ, საერთოდ არ ვიცნობ მას) და ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერ არჩევანთან დაკავშირებით, მაგრამ მე ნამდვილად არ გავხდებოდი რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის წევრი", - თქვა ტურაშვილმა.
მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელია ცსკა-ში რამდენიმე დღის წინ გადავიდა და მის ამ ნაბიჯს ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.
მიხარია რომ ქართველი ხარ, ამრავლოს შენნაირები ჩვენ ქვეყანაშI.
მარა ახლა ტროლები შემოგესევიან ეგეც ვიცი..
ტურისტად თუ უნდა რუსს ჩამოსვლა, კი ბატონო ჩამოვიდეს, მაგრამ რუსი ტურისტების გამო ჩვენს ქალაქებს რუსული წარწერებით ნუ ავავსებთ. გაიარეთ რა ხდება ბათუმში, ყველა მაღაზია, კაფეს რუსულად აწერია, რეკლამები რუსულად. რა უბედურებაა. რით ვერ მოვეშვით ამ საკუთარი ნებით მონობაში გადასცვლას. ან თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით ტრასაზე შეხედეთ რა ხდება, სულ რუსული წარწერებია. მაგასაც პუტინი ხომ არ გვაძალებს? ჩვენით არ ვაკეთებთ? ამდენს ვერ ვხდებით ქართველები და მარტო შენგელიაზე გვეშლება ნერვები? ჯერ ელემენტარულების დალაგებით დავიწყოთ და მერე შენგელიასაც მოვთხოვოთ რომ ნუ იზამს. ასეთზე უნდა შევთანხმდეთ მთელი ერი.