ცსკა-ს პრეზიდენტი: შენგელიასთან მიმოწერას ქართულ ენაზე ვაწარმოებდი - საქართველომ თოკოთი უნდა იამაყოს

AutoSharing Option
ცსკა-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა თორნიკე შენგელიას მის კლუბში გადასვლის გამო საქართველოში კრიტიკულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"მართალი გითხრათ, თავიდან კრიტიკას სერიოზულად არ აღვიქვამდი, ინტერნეტში ცალკეული თავდასხმები ჩვეულებრივი ამბავია. მე საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს. ერთ-ერთი მათგანი იოსებ აფციაურია, რომელსაც დიდ მოკითხვას გადავცემ. როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, ის ქართულად შეტყობინებების გაგზავნაში მეხმარებოდა.

შესანიშნავად ვიცი, რომ თანამემამულეთა დიდი უმრავლესობა თავიანთი კაპიტნის წარმატებით გახარებულია და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს. თუმცა, როდესაც ამ თემაზე უარყოფით დამოკიდებულებას ქვეყნის პრეზიდენტი  გამოთქვამს, როდესაც მან პროფესიონალი სპორტსმენის მიერ სამუშაო ადგილის თავისუფლად არჩევა ეჭვქვეშ
დააყენა, ამან გაკვირვება გამოიწვია. თანაც, არა მარტო ჩემში, არამედ საქართველოს მოსახლეობაშიც.

Sportall.Ge

როგორც შენგელიამ თქვა, მისთვის უცნაურია თავისი პატრიოტიზმის დონის ახსნა. მოლაპარაკებების პირველი დღიდანვე თოკოსთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებში თამაშზე ჩვენი თანხმობა და ეს თანხმობა მან  მიიღო. ჩვენ ჩვენი მოღვაწეობით უსასრულოდ შორს ვართ პოლიტიკური მოტივებისგან. გვსურს, უბრალოდ კალათბურთი ვითამაშოთ, გულშემატკივრები გავახაროთ და გავიმარჯვოთ. მეტი არაფერი.

უდიდესი პატივისცემით ვარ საქართველოსა და მისი ისტორიის მიმართ განწყობილი. ჩვენთან უკვე თამაშობდნენ გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი. ამიტომ მათ ყველა თანამემამულეს თოკოს მატჩებზე ველით. დარწმუნებული ვარ, ვინც თამაშობს ან ცსკა-ს გულშემატკივრობს, ეს საქართველოს პატრიოტიზმში ხელს არანაირად არ უშლის. საქართველოს შეუძლია და უნდა იამაყოს ისეთი სპორტსმენით, როგორიც შენგელიაა", - განაცხადა ვატუტინმა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

altვილდოსა შენგელიათი გაოცებულია და ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე კომენტარს აკეთებს

altდათო ტურაშვილი თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

altთორნიკე შენგელია: მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას

altთორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

altშოთა არველაძე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე: მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას

altგომელსკი: შენგელიას სტაბილური სროლა არა აქვს, სამაგიეროდ სხვა პლუსები გააჩნია

altქართველმა კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ერთიანი ვიდეო ჩაწერეს [VIDEO]

altchampionat.com: შენგელიას ჰეიტერებს ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ - არ არის საჭირო ნეგატიური კომენტარების წაკითხვა

მკითხველის კომენტარები / 32 /
დამპალი რუსი რომ პატრიტობის სწავლებას დაგიწყებს, აფირისტი
zviadi
18:20 14-07-2020
24
ვიღაც რუსი ვატუტინის საქმე არაა რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი (თუნდაც ისეთი არაკომპეტენტური პრეზიდენტი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია). და საერთოდ, ჩვენი ბრალია, ქართველების, რომ რუსებს ამდენ სალაპარაკოს ვაძლევთ. იმიტომაა ჩვენი ბრალი, რომ არაფერზე ჩამოყალიბებული და კონსოლიდირებული პოზიცია არ გვაქვს როგორც ერს, ქვეყანას. მტერი და მოყვარე ვერ გაგვირჩევია, დღემდე. მერე რა რომ შენგელია ცსკა-ში გადავიდაო ვიძახით, ანუ მტერს თავის სახელს არ ვარქმევთ, ჰოდა აბა რა გასაკვირია რუსებმა რაც უნდა ის რომ გაგვიკეთონ
ადთან დაგვცინონ.
ჯერი
18:33 14-07-2020
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული