ანანიძე: შენგელია ცსკა-ში ფულის გამო არ გადადის - ჩემი ამოცანა საქართველოს დროშის აღმართვა იყო

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ Sport24-ის ჟურნალისტ არარატ მამბრეიანს (იგივე არარატ ჯანი) განუცხადა, რომ "ანორთოსისიდან" წამოვიდა, საქართველოშია და სხვა კლუბებისგან შეთავაზებების მოლოდინშია. მან ცსკა-ში გადასული თორნიკე შენგელიას მხარდამჭერი განცხადება გააკეთა:

"მე გულწრფელად ვუჭერ შენგელიას მხარს, რომლის ცსკა-ში გადასვლას ახლა ხშირად განიხილავენ. ეს კალათბურთელის კარიერაა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადადის, რათა ევროლიგა მოიგოს და არმიულ კლუბში თავისი კვალი დატოვოს. აქ პოლიტიკის ადგილი არ უნდა იყოს. შენგელია მხოლოდ თავის კარიერაზე ფიქრობს, ის ხომ ცსკა-ში დიდი ფულის გამო არ გადადის. მისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი
შედეგები და ტიტულებია. აგრეთვე, უნდა დაამტკიცოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია.

მე მრავალი წელი გავატარე რუსეთში, როცა მოსკოვის "სპარტაკში" ვთამაშობდი, ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში და ტიტულების მოპოვების გარდა, ჩემი მთავარი ამოცანა საქართველოს დროშის აღმართვა გახლდათ და ამას ყოველი შესაძლებლობისას ვაკეთებდი. დარწმუნებული ვარ, შენგელია ცსკა-ში ამასვე გააკეთებს.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის. ხომ არავინ ლაპარაკობს პოლიტიკაზე? სპორტი ყოველთვის პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია ეს საუბრები, რომლებიც არავის ალამაზებს. შენგელია კალათბურთელია, თავის კარიერაზე ფიქრობს, ბუნებით გამარჯვებულია და მაღალი სიმაღლეების დალაშქვრა სურს.

ამიტომ მინდა შენგელიას ცსკა-ში მხოლოდ წარმატებები ვუსურვო. მე ვფიქრობ, ის თავისი თამაშით დაამტკიცებს, რომ გამოჩენილი კალათბურთელი, ლიდერი და გამარჯვებულია. მას მხოლოდ წარმატებებს, გამარჯვებებსა და ახალ ტიტულებს ვუსურვებ".

მკითხველის კომენტარები / 23 /
აბა , სულ საქართველოს დროშის გამო იჯექი მთერი კარიერა სკამზე რომ სპარტაკს 15 წელში 1 ტიტული მოეგო ????
თუ 2 მილიონიანი კონტრაქტის გამო ?
არა , არავის ფული არ მშურს , მე ჩემიც მყოფნის ! უბრალოდ, ფულზე ყიდიან თავმოყვარეობას და მერრე მორალს გვიკითხავენ და პატრიოტობენ რაა !!!
აღიარეთ მაინც რომ რუბლომანები ხართ და სულ უფრო და უფრო დიდი დოზა გინდათ რუბლის და ხალხიც არ მოგაქცევთ ყურადღებას !
მიხაელ
23:13 14-07-2020
11
მართალს ამბობს ეს კაცი - “შენგელია მხოლოდ თავის კარიერაზე ფიქრობს”-ო. აბა რაა ბიჭებო, კარიერა პირველ რიგში!!
6

სიახლეები პოპულარული