თორნიკე შენგელია ვიტორიაში ჩავიდა და "ბასკონიას" გულთბილად დაემშვიდობა. ის ბასკური გუნდის ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და მის რიგებში 318 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თქვა, რომ ამ გუნდში ბიჭი მივიდა და მიდის როგორც კაცი.
თორნიკემ მადლობა გადაუხადა კლუბსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის, თქვა, რომ ეს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და მეორე სახლია.
"უფრო სრულყოფილ დამშვიდობებას ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაა, ვერც ვინატრებდი, სამუდამოდ დამშვიდობებას არ ვაპირებ, რადგან არავინ იცის, რა მოხდება მომავალში", - განაცხადა შენგელიამ.
ცსკა-ში გადასვლის შესახებ კი შემდეგი აღნიშნა: "თავს
კარგად ვგრძნობ, კრიტიკა ჩემზე ისე ძლიერ არ მოქმედებს, ვინაიდან ოჯახი და ხალხი მიცნობს, ვინც ვარ, ხოლო ვინც არ მიცნობს, არ აქვს მიზეზი გამაკრიტიკოს".
რაც შეეხება კრიტიკას. გეხვეწებით ნუ ურევთ სპორტს პოლიტიკაში, ისინი აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თოკოს განვითარებისთვის ეს კარგი ნაბიჯია და არავის არ აქვს უფლება რომ რამეთი დაადანაშაულოს რადგან ეს მისი ცხოვრებაა და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. და ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ანანიძე რომ რუსეთში თამაშობდა და სხვა ქართველები მაშინ რატომ არ გქონდათ ეგეთი რეაქცია, რაღა თოკო გახდა მოღალატე? სიმართლე თუ გინდათ იცოდეთ გეტყვით. ვინც თოკოს თვლის მოღალატედ ტავადაა მოღალატე, რადგან ისეთ ქართველს კიცხავს რომელიც ამას არ იმსახურებს. დაგავიწყდათ თოკომ რამდენი რამ გააკეთა ნაკრებისთვის, გულშემატკივრებისთვის. ჩვენ კიდე რითი ვპასუხობთ ლანძღვა გინებითა და შეურაწყოფით. ვინც თვლის რომ შენგო არაა პატრიოტი და მას ლანძღავს, ის უბრალოდ უმადურია. სანამ რამეს დაწერთ დაფიქრდით ხალხო. სულ ცუდს ნუ ხედავთ, ის კარგიც გაიხსენეთ რაც გააკეთა ამდენი წლების განმავლობაში ადამიანმა. რატომ ვართ ესეთი უმადურები?
და მოღალატეს რაც ეხება, თუ მე ვარ მოღალატე ღმერთმა მოგახმაროთ შენგელაიცა, თოფურიაც, პავლიაშვილიც,. ორჯონიკიძეც და ვინც გინდათ კიდევ .
რის გამო ეძახი ნახევარ საქართველოს მოღალატეს? კაპიტანის *(რომელსაც მთელი კარიერა არ აკლდა სიყვარული და პატივისცემ) რუსეთში მტრის ქვეყანაში წასვლა გულს ტკეენს ამ ხალხს ეძახი მოღალატეს?
ქართველისთვის რუსეთთან დაპირისპირება და დაკარგული ტერიტორიები რომ მარტო პოლიტიკაა იმიტომაც დავკარგეთ ის მიწები. მარტო სუფრაზე და პოლიტიკაში რომ ვართ ქართველები