ქართველმა პოლიტიკოსმა, ოპოზიციური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "მთავარი არხის" ეთერში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა მოღალატეობრივ ნაბიჯად შეაფასა.
"ის ჩვენი კალათბურთელი, რუსეთში რომ გაიქცა, ქვეყნის მოღალატეა… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა ქვეყანაზე არაფერია. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ.
კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას,
ბოგანოობას, მოღალატეობას.
ყოველდღიურად ვხედავთ ქართული ფასეულობების ჩამონგრევას. იგივე შაქარაშვილის თემა რა არის? ეს ახვრები მივიდნენ და პატარა ბავშვი მოკლეს. აი ასეთები გახდნენ დღეს ქართველები უკვე და ეს ფაქტია,"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ეს არის საკუთარი თავის გაპიარება ნებისმიერ ფასად ბატონო გუბაზ სხვა რა დაგჩენია.. ისე თქვენ ხომ შეუქმენით უკეთესი პირობები სპორცმენებს რომ არ წასულიყვენ ოკუპქნტებში საინტერესოა ნეტა რატო მიდიან გიკვირს და შენისთანებს თავი პატრიოტები გგონიათ..
ამათი მეორე კიარა პირველი სახელია ზუსტად "მოღალატე"
იმდენ სისულელეს ამბობს პირდაპირ გაოცდები,გურულებმა ბურგუნდიელებს ომი მოუგესო.მანამდე მილიონიო,ვერ მიიღო რადგან პარლამენტში ოთხი წელი ხმა არ ამოუღია,იდო და ეძინა (მართლა ეძინა,დააფიქსირეს),სამაგიეროდ საპარლამენტო პენსია დაირტყა.განათლებული ნამდვილად არ არის,ნაკითხია,განათლებული ადამიანი ასეთ რამეებს არ იკადრებს.
ვის უღალატა გუბაზმა იქნებ დაწეროთ?
ან ეს მილიონი რა დაიხვიეთ ხელზე? ვის არ უნდა შოვნა, ან რომელი იტყვით უარს.
და ბოლო - ბოლო ხომ ვერ იშოვა? იმიტომ რომ დღევანდელი კალოშებით შესულს მილიონები რომ იშოვეს, მაგათ ნაირად არ წაიკუზა.
რაც შეეხება შენგელიას, მე არ ვიტყვი რაიმე ცუდს, მაგრამ დიდი შეცდომა დაუშვა, ესპანეთიდა რუსეთში ისეიც ცეესკაში როგორ გადავალ, სირცხვილია უბრალოდ.
დავკარგეთ ქართველებმა თავმოყვარეობა, პრინციპები.
მაგრამ, სანიკიძეს ნამდვილად არ აქვს ხმა ამოსაღები. ეგ მიშასაც ეძახდა ათას რამეს და ბოლოს ნახეთ როგორ ჩაეკონა ლამის მესიად გამოაცხადოს !!! ასე რომ ღორმა ღორს უთხრა შე დრუნჩიანოო ისე გამოუვიდა !!!