გუბაზ სანიკიძე: შენგელია მოღალატეა, მეშინია ამ მონობას არ მივეჩვიოთ

AutoSharing Option
ქართველმა პოლიტიკოსმა, ოპოზიციური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "მთავარი არხის" ეთერში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა მოღალატეობრივ ნაბიჯად შეაფასა.

"ის ჩვენი კალათბურთელი, რუსეთში რომ გაიქცა, ქვეყნის მოღალატეა… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა  ქვეყანაზე არაფერია. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ.

კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას,
ბოგანოობას, მოღალატეობას.

ყოველდღიურად ვხედავთ ქართული ფასეულობების ჩამონგრევას. იგივე შაქარაშვილის თემა რა არის? ეს ახვრები მივიდნენ და პატარა ბავშვი მოკლეს. აი ასეთები გახდნენ დღეს ქართველები უკვე და ეს ფაქტია,"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მკითხველის კომენტარები / 176 /
შენგელია თუ “მოღალატეა” შენ ვინ ხარ?? მთელი ცხოვრება პარტია პარტია დახეტიალობ ხან ერთ პარტიაში ხარ ხან მეორეში ხარ ევროპას ლანძღავ და რუსეთს ასხამ ხოტბას ხან რუსეთს ლანძღავ და ევროპას ადიდებ ამას ბატონო გუბაზ პოლიტ პრასტიტუცია ქვია რასაც თქვენ აკეთებთ და ჩვეულებრივი კვაჭი კვაჭანტირაძე ხართ
გიო
20 ივლისი 2020 23:34
5
გუბაზ სანიკიძე ტიპიური მოღალატეა და ეს საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, თორნიკე სპორტსმენია და რაღა თორნიკეზე ლაპარაკობს მყრალად როდესაც ცინცაძე და მარკოიშვილი პირველები იყვნენ ვინც ცსკაში თამაშობდნენ, ასე რომ თორნიკეს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, სანიკიძესთანა პოლიტიკოსებს და საერთოდ პოლიტიკოსებს არაფერს კარგს არ მოუსურვებ.
ხვიჩა
20 ივლისი 2020 18:15
12
ვაიმე მაგრად გამეცინა ამ გაბრაზებულ ბიზონაზე. ეგ რომ ვინმეზე იტყვის მოღალატეაო... კაცი დღეში ათასჯერ, რომ შეიცვლის პოზიციას და ბოლოს მიხუიას, რომ ჩაეხუტები ესეთმა ტომარამ როგორ უნდა დაძრას ენა ვინმეზე? თან ჩემს ეგოს გადავახტიო სამშობლოს გამოო?! და იმიტომ დავდექი მიხუიასთანო! ჯერ შენი გადახტომა და ახტომა რა ვთქვით, სად გაქვს მაგის ერთი ადგილი, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ძუნძულავ? თორნიკეზე პირები გამოირეცხეთ თქვე მართლა ქვეყნის მოღალატეებო.
gigi
20 ივლისი 2020 20:41
8
გუბაზაზე მაგრად გამეცინა და მერე ერთი რაღაც ვთქვი......
zurabi
20 ივლისი 2020 17:03
9
რუსეთში მყოფ ქართველებს ქართული საქმის კეთება შეუძლიათ!
levani
20 ივლისი 2020 16:47
12
მაგრამ ამისთვის ერთიანობაა საჭირო! ქართული ლობის გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ რუსეთში, ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ. ეტყობა "ხიტრობა" ჩვენი მოწოდება არაა. სამხრეთელ მეზობელს კი ძალიან კარგად ეხერხებაეს ეს.
levani
20 ივლისი 2020 18:03
2
რა მოღალატე რის მოღალატე, ხომ არ უბერავს. რა შვაშია აქ პოლიტიკა.თოკო მაგარი კაცი ხარ
მახო
21 ივლისი 2020 21:35
7
გუბაზა, შენ არ იყავი ნაციონალების ზეობის დროს ვენებს რომ იჭრიდი და არაფერს არ უთმობდი წითელ ხუთიანებს? ეხლა რა გჭირს, რატომ უძვრები მაგ დორბლიან მიშას. მართალია ეს მთავრობა მაგარი უნიათოების დასტაა, მაგრამ ამ ორი პარტიიდან რატომ ირჩევ შენ და საერთოდ ვინც ამ მთავრობის უკმაყოფილოა ისინი, მაინცდამაინც ნაცებს. ლაპარაკობ მხოლოდ ოცნების ცუდობაზე და რა აქვთ კარგი ნაცებს გაგვაგებინე უბრალო მოკვდავებს. ნუთუ აპატიე 2008 წელი, აპატიე რუსებისტის ამდენი ალაფის ჩაბარებისთვის და ქართული დროშების დახევისთვის რომ არავინ დასაჯა და ვიღაცეები დააჯილდოვა კიდეც, აპატიე 7 ნოემბერი და 26 მაისი. შენ რითი განსხვავდები მაშინ მიშასგან. თუ ხარ სამართლიანი, შენი პარტიით გაემიჯნე ყველას და იბრძოლე ისე.
პროტესტანტი
20 ივლისი 2020 20:31
8
მთელი ეს პერიოდი ვაკრიტიკებდი თორნიკეს და ვთვლი რომ ქართველების უმრავლესობა იგივეს გააკეთებდა როცა საკ7თარი კეთილდღეობისთვის გააზრებულად მამელუქობს შეილება ითქვას არაა მოღალატე ქვეყნისთვის ზიანის მოტანას არ გააკეთებს გუბაზ აჭარბებ იტყვი სხვა რა ქვია მაგრამ ნამდვილად არ ჰქვია მოღალატე
კახა
20 ივლისი 2020 17:20
19
გუბაზ, შენგელიაა მოღალატე და შენა ხარ კაცი????????
შაკო
21 ივლისი 2020 18:57
4
ნახე რააააა,ესნაგვის მეშოკი რა დღეშია,შენ ვისზე რა გაქვს სათქმელი,რასაც შენ კადრულობ იმისთანები უნდა,მოღალატეც ხარ,მონაც და ნაგავიც.
ტასო
21 ივლისი 2020 13:29
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული