გუბაზ სანიკიძე: შენგელია მოღალატეა, მეშინია ამ მონობას არ მივეჩვიოთ

AutoSharing Option
ქართველმა პოლიტიკოსმა, ოპოზიციური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "მთავარი არხის" ეთერში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა მოღალატეობრივ ნაბიჯად შეაფასა.

"ის ჩვენი კალათბურთელი, რუსეთში რომ გაიქცა, ქვეყნის მოღალატეა… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა  ქვეყანაზე არაფერია. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ.

კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას,
ბოგანოობას, მოღალატეობას.

ყოველდღიურად ვხედავთ ქართული ფასეულობების ჩამონგრევას. იგივე შაქარაშვილის თემა რა არის? ეს ახვრები მივიდნენ და პატარა ბავშვი მოკლეს. აი ასეთები გახდნენ დღეს ქართველები უკვე და ეს ფაქტია,"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მკითხველის კომენტარები / 176 /
ვის აინტერესებს ამ @@ის აზრი..
მუშვან
20 ივლისი 2020 18:09
8
გუბაზ!შენ რა დონის მოღალატე ხარ თუ იცი?საქართველოში მართლმადიდებლობის მდევნელს,განათლების სისტემის და ქართული ენის მდევნელს,ეკლესიის კარების შემგრეველს,მრევლის მცემელს,სოფლის მეურნეობის გამაჩანაგებელს,ქუჩებში ქართველი ბიჭების ჩამხოცელს აღმაშენებელს უწოდებ,არ ხარ შენ ახლა მოღალატე?
ზასტაველი
20 ივლისი 2020 17:55
10
ვინ მისცა ამ სულით მახინჯ გუბაზს ვიღაცას მოღალატეობა დასწამოს, ოჰ, როგორ სიამოვნენით ითანამშრომლებდა ბერიას "ტროიკასთან" რომ შეეძლოს, რამდენ "მოღალატეს" გამოავლენდა. ღორობის ზეიმი, მიშას ბარკალი არ დაივიწყო შე ......
გონიერა
20 ივლისი 2020 17:53
9
ამაზრზენი, გულისამრევი და უსისხლო მანქურთი ხარ შე სულით მახინჯო ნაკაცარო, შენგელიას ცალი კვერცხის ფასი არ ხარ
ლაშა
25 ივლისი 2020 12:04
5
მამის და გვარის შემარცხვენელი სანამდე უნდა იდოს პირველი ჩამონათვალში. მოაცილეთ! ტელევიზორს მაგისთანა ნაძირლების გამო არ ვუყურებ, აქაც გუბაზს ვუყურო?! თოკო, წარმატებები!
alexandre
24 ივლისი 2020 11:57
3
ვისაც რაიმე სახის პრეტენზიები აქვს თოკოზე, ამ კომენტარის დაბლა დაწეროს რატომ არის თოკო მოღალატე? მე კი ყველას დაგიმტკიცებთ რომ ესე არაა. გელოდებით!
ირაკლი
21 ივლისი 2020 16:20
14
ერთი ხორვატებს ესაზღვრენიდეს რუსეთი და თურქეთი და მაგასაც ნახავდი შენი თვალებით სად ირბენდნენ ხორვატები კაფელშიკად! ჩვენ და აზერებმა და სომხებმა რო ავტეხოთ ეხლა სისხლისმღვრელი ომი ერთმანეთში, სპორცმენების გადასვლა კი არა მარილსაც აღარ ვიყიდით მაგათგან! იცი რატო ? იმირომ ტომ პაწაწუნა ქვეყნები არიან. და ამ რუსეთს ვერ აცდები ნახევარი პლანეტა უჭირავს, ვერ ხედავ? გინდა არ გინდა მიბმული ხარ გეოგრაფიულად, ეკონომიკურად, ადამიანური რესურსით და რა გინდა რო ქნა? საფრანგეთი, გერმანია , თურქეთი, აშშ, ბრიტანეთი , ერთი ადგილის კანკალით ელაპარაკება ხო ხედავ და რას ითხოვეთ ეს კლავუატურით საქართველოსგან? რა ვქნათ? ხო ვებრძოლეთ ძმაო? ხო ძაან ბევრჯერ თან სულ მარტოებმა, ვერ ვჯობნით ამ ღონით, თან სიმართლეც, ისტორიაც ჩვენ მხარეზეა, ხოდა ესეიგი რაღაცა ტაქტიკა ხო უნდა შევიმუშავოთ არაა? ადამიანი გონიერი არსება იყო აქამდე და რავიცი!!! თუ არადა მაშინ შენ ირაკლი81 ჩემო კარგო, გამოიგონე რამე ახალი ბორბალი, დავუყენოთ ამ საქართველოს და გადავაგოროთ სადმე რუსეთისგან შორს!!! თორე მაგ ლოგიკით დავრჩით მე , ბებია , ილიკო და ილარიონი, სულ რაღაც 3.5 მილიონი დავრჩით, მალე წითელ წიგნში შეგვიყვანენ... და ვუყუროთ მერე სიბერეში დისკავერზე ერთმანეთს!!!
Vasili
21 ივლისი 2020 02:15
15
არა მგონია ის იყოს გამოსავალი რუსეთს ტკბილი სიტყვით გული ავუჩუყოთ და უკან დაიხიოს იმიტომ რომ ფეხებზე კიდია ტკბილი სიტყვა ,რაც უფრო დავთმობთ უფრო მოგვაწვება ესაა მათი ტაქტიკა. ჩვენ კი ერთიანები და პრინციპულები უნდა ვიყოთ პარტნიორებთან ერთად და ასე მეტი შანსია, არ გამოვა რუსებთან ლაქუცით არაფერი. შენგელიას იქ გადასვლა იმიტომ ტეხავს, ნაკრების კაპიტანია და მთელ ერს წარმოადგენს,არა რაუნდოდა იქ, გადასულიყო რეალში ნბა- ში არ ჰქონდა შანსი? ჩემთვის გამოსავალი მუდმივ ბრძოლაშია, ბრძოლაა ისიც რომ ქვეყანა ევროპულად მოვაწყოთ, კანონი კანონობდეს და ეკონომიკურად წელში გავიმართოდ,მოკლედ რუსეთს არ უნდა დავემსგავსოთ.ისე კი რომ იცოდე მთელი რუსეთის ეკონომიკა იმაზე ნაკლებია ვიდრე ცალკე აღებული ნიუ იორკის შტატის.რუსეთი საშიშუა მაგრამ არა უძლეველი
irakli81
21 ივლისი 2020 03:05
20
ძალიან ხშირად უარყოფითი პოზიცია გამოვხატე შენგელიას მიმართ, მაგრამ არც ერთხელ სიტყვა მოღალატე არ მიხსენებია და დიდი იმედი მაქვს არც არასოდეს ვიტყვი...იმედია მონობაში გადიდკაცებულსაც აღარ გავიმეორებ. ძალიან მძიმე გულისტკვილია, არსებულ რეალობას კი კორექტული კრიტიკა ნამდვილად ჭირდება, მაგრამ არანაირად არა ვაი და ვუი პოლიტიკოსების. ძალიან სამწუხაროა და თითქმის გამანადგურებელიც ნამდვილი გულშემატკივრისათვის ეროვნული ნაკრების კაპიტნის უგუნური ნაბიჯის გამო, ათას ბალასტს გამოვლილი, ვითომ ცნობადი ადამინების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მოსმენა თუ კითხვა...
Segestrya
20 ივლისი 2020 23:08
8
შენგელია არ მოგვწონს და კვარაცხელიას დრიბლინგები კაია ხო...
.
21 ივლისი 2020 19:15
5
გუბაზ, ეს განცხადება შენს მეგობარ და თანამზრახველთან ვალერა ხაბურძანიასთან შეთანხმებული გაქვს?
ღლონტი
21 ივლისი 2020 14:13
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული