გუბაზ სანიკიძე: შენგელია მოღალატეა, მეშინია ამ მონობას არ მივეჩვიოთ

AutoSharing Option
ქართველმა პოლიტიკოსმა, ოპოზიციური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "მთავარი არხის" ეთერში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა მოღალატეობრივ ნაბიჯად შეაფასა.

"ის ჩვენი კალათბურთელი, რუსეთში რომ გაიქცა, ქვეყნის მოღალატეა… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა  ქვეყანაზე არაფერია. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ.

კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას,
ბოგანოობას, მოღალატეობას.

ყოველდღიურად ვხედავთ ქართული ფასეულობების ჩამონგრევას. იგივე შაქარაშვილის თემა რა არის? ეს ახვრები მივიდნენ და პატარა ბავშვი მოკლეს. აი ასეთები გახდნენ დღეს ქართველები უკვე და ეს ფაქტია,"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მკითხველის კომენტარები / 176 /
მე მესმის იმათი ვინც იძახის რომ არ მოეწონა თოკოს იქ გადასვლა,მაგრამ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია მისთვის მოღალატის იარლიყის მიწეპება,მიუხედავად იმისა რომ არც მე მომეწონა მისი იქ გადასვლა.ვინც თოკოს ამ საქციელს ღალატად აფასებს ან მაგარი უნამუსოა ან არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა და უვიცია.რაც შეეხება ამ მედროვე პოლიტიკოსების შეფასებებს - უნამუსობას მათთვის ზღვარი არა აქვს....
gogia
22 ივლისი 2020 10:53
3
არ მესიამოვნა შენგელიას ცსკა-ში გადასვლა, მაგრამ ეს იმის უფლებას არ მაძლევს, მოღალატე ვუწოდო. ამ პარტიების წარმომადგენლებმა კი არჩევნების წინ სპორტულ საიტზე გადმოინაცვლეს და თავიანთ ბრძნულ აზრებს აფრქვევენ. ნუ გაგვიჩმახეთ რა საქმე. შენგელიას მომხრეებმა ტაქტიკა აირჩიეს - საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და მგონი მაგათაც ნამეტანი მოსდით. ნეტავ შენგელიას მეტი პრობლემა არ გვქონდეს და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
იპოლიტე
22 ივლისი 2020 02:10
7
გუბოზ,თოკო საქართველოს ისტორიაში კარგი სახელით ჩაიწერება და მისი შვილები იამაყებენ.შენ? თუ კითხვა არ გეზარება, აი წაიკითხე კომენტარები და თავად მიხვდები თუ რა დონის ნაძირალა ხარ.ეს ბიჭი რასაც შოულობს(ღმერთმა ბევრი მისცეს) თავისი შრომით და ოფლით შოულობს.შენ?მავანთა უკანალში ძრომით გინდა სიმდიდრის მოხვეჭა,დიდი სიმდიდრის,შთამომავალს უნდა დაუტოვო ალბათ ბევრი ფული და დაჯ...ლი სახელი.
sake
22 ივლისი 2020 01:16
5
რა მოღალატე რის მოღალატე, ხომ არ უბერავს. რა შვაშია აქ პოლიტიკა.თოკო მაგარი კაცი ხარ
მახო
21 ივლისი 2020 21:35
7
Გუბაზა სხვას ეძახის მოღალატეს,
20 წლის მუტრუკი ბავშვია და მკვლელობისთვის ციხეში ჩასმა როგორ შეიძლება,
დამნაშავე სპორტსმენებს წლებს ვაკარგვინებთ თურმე,
ძაღლი რომ ქალს დაგლიჯავს ქალის ბრალია და ძაღლი თავს იცავდა,
ყველას ორი დიპლომი აქვს და ფიზიკურად ხომარ იმუშავებს ტეხავს,
ატოცში ან ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ერთეულების მოვალეობაა და სხვა უაზრო აქციებზე 1000 კაცი დადის,
Მერე კიდევ გვიკვირს რატომ ვართ ამ დღეშიო, კიდევ უარესის ღირსები ვართ
Მხოლოდ საქართველოში
21 ივლისი 2020 21:34
0
რა თქვა გუბაზმა ისეთი .რომ აყაყნდით ჭაობის ბაყაყებივით. ნუ ურევთ სამშობლოს ღალატს მტერთან რომელიც საუკუნების მანძილზე გვანადგურებს და თუ ასე გაგრძელდა დარჩება საქართველო თბილისის საემიროს საზღვრებში,როგორც იყო.ოცნება რა საუკუნების წინ დაარსებული მოძრაობა თუ სახელმწიფოა?ესენი არიან ფულზე დახამებული ბრბბო.რუსეთში კი არა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ართობდნენ არაქართველ გულშემატკივრებს დღევანდელ მთავრობაში და პარლამენტში მკალათებული სპოსცმენები და რა შეატყვეთ რამე პატრიოტული ან თუნდაც კეთილსინდიერი ქმედება,მაგეთი არ არის ე.წ.თქვენი მერი სააკაშვილის მანქანის „ზაპასკად„წოდებული და თქვენ გგონიათ შენგელია გუბაზე პატრიოტი და საქართველოს მოყვარული გახდება?არა მგონია გარუსდება პავლიაშვილივით იქედან დაიწყებს მკვლელობის შეკვეთას!!! ბლიად.
gia
21 ივლისი 2020 19:27
41
შენც არა ნაკლები გუბაზა ხარ
ddd
29 ივლისი 2020 12:29
0
შენგელია არ მოგვწონს და კვარაცხელიას დრიბლინგები კაია ხო...
.
21 ივლისი 2020 19:15
5
გუბაზ, შენგელიაა მოღალატე და შენა ხარ კაცი????????
შაკო
21 ივლისი 2020 18:57
4
მოღალატე გადამეტებაა როცა შენგელიაზეა ლაპარაკი. მოღალატე უფრო სოსო პავლიაშვილისნაირი, ქეთა თოფურიასნაირი და თინა კანდელაკისნაირები არიან. შენგელია უპრინციპო და დაბალი ეროვნული თვითშეგნების აღმოჩნდა. ფული უფრო ეამა, ვიდრე საქართველოს სახელმწიფოს ღირსება
rasa
21 ივლისი 2020 17:54
29
შენგელია ნომრის მიცემითაც კი დააკნინეს რუსებმა, რაც პროპაგანდისტულად გამოიყენეს, როგორც ეს სჩვევიათ. 2 3 თ ე ბ ე რ ვ ა ლ ი რუსული არმიის დღეა და ზუსტად ქართველს ჩააცვეს არმიის სპორტულ კლუბში 23 ნომრიანი მაისური. თან იმიტომაც გადაიყვანეს, რომ ქართველების რაღაც ნაწილმა მაინც უგულშემატკივროს რუსულ კლუბს და რუსული საქმის გულშემატკივრობას მიაჩვიონ.
იოანე
21 ივლისი 2020 17:02
47
ამას მართალს იძახი???!!! კალათბურთს უყურებ საერთოდ???!!! ყველგან 23 ნომრიანი მაისურით, რომ თამაშობს ალბათ არ იცი!!! ცსკა -ში დაკავებული იყო ეს ნომერი , მოთამაშემ გაიხადა და თორნიკეს გადასცა პატივისცემის ნიშნად!!! რა 23 თებერვალი, რის რუსული არმია???!!! აი პროვოკაცია როგორ შეიძლება გამოაცხო არაფრისგან!!!
დათო
21 ივლისი 2020 18:17
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული