თოკო შენგელია: უემოციოდ უნდა იმუშავო და რასაც იტყვი, გააკეთო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ მოკლე ინტერვიუს მისცა "ფუენლაბრადას" კალათბურთელი ირლ ჯეროდ როულენდის "იუთუბ" არხს და წარმატების საკუთარ ფორმულაზე ისაუბრა.

"დღის ბოლოს საკუთარ თავს ეკითხები, გინდა ისევ ამის კეთება? თუ პასუხი დადებითია, მაშინ მთელი ვნებით უნდა განაგრძო. ამ დროს შენს ოჯახს ართმევ და რატომ უნდა დაიხარჯო სანახევროდ? ოჯახთან მაინც ვერ ხარ, დროს მაინც კარგავ, ამიტომაც ჯობს 100%-ით დაიხარჯო.

ჩემი ძლიერი მხარეები? ვთვლი, რომ პარკეტზე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. 15-16 წლის ასაკში ვალენსიაში, ბაზაზე ვცხოვრობდი და ბევრს
ვვარჯიშობდი. ბურთის კარგად ტარება ძალიან მეხმარება. ვიცი, რომ მხოლოდ წინ დგომითა და ორნიშნა სტატისტიკებით საკუთარ გუნდს ვერ დავეხმარები, მეტი უნდა გავაკეთო.

ასე, რომ ვიცი ბურთი ხელით უკეთ უნდა ვატარო, დრიბლინგი მაღალ სისწრაფეზე უნდა შევძლო, სროლების გაუმჯობესებაზე ვიმუშავო, სწაფად ვიმოძრავო, დაცვაში ძალიან კარგი ვიყო. ვიცი რაც მჭირდება და მათ დასახვეწად ვმუშაობ კიდეც.

ჩემთვის წარმატების მიღწევის წინაპირობა ემოციების გარეშე მუშაობაა, მშვიდი უნდა ვიყო. პრობლემის განსაზღვრა უნდა იცოდე, როცა ამას შეძლებ, მისი მოგვარების გზასაც იპოვი. ამის შესახებ თანაგუნდელებს უნდა ესაუბრო და შემდეგ ადგე და გააკეთო, რადგან საუბარი საქმის მხოლოდ ნაწილია.

არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვი, უნდა ადგე და გააკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში თანაგუნდელები არ გამოგყვებიან. ესაა ჩემთვის პრობლემებთან გამკლავების ფორმულა,"- განაცხადა თოკომ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 30 /
სიტყვა 'დიდ'-ს მოვერიდები მაგრამ ნამდვილი სპორტსმენის ლოგიკაა. ასეთი სპორტსმენები შორს მიდიან რადგან განვითარების უნარი აქვთ. წარმატებას ვუსურვებ ახალ გუნდში ევროპულ ასპარეზზე.
გიორგი
22 ივლისი 2020 13:40
0
Здравия желаю, товарищ лейтенант !
ILIA
22 ივლისი 2020 13:40
0
საინტერესოა, ჩინი მიანიჭეს უკვე, ესპანეთში კაპიტანი იყო და ცსკაში ალბათ მაიორი იქნება?!
?
22 ივლისი 2020 10:36
3
ნახევარ საქართველოზე მეტი მოღალატეები ყოფილან თქვენი ლოგიკით. ვინც ძველი თაობა რუსეთში ,,უგულავია,, ყოფილა დასასვენებლად თუ რუსეთის ბაზარზე გაუტანია პროდუქტი გასაყიდად.ვინც რუსეთის ტერიტორიაზე ისე ფეხი დაუდგამს რომ თუნდაც ერთი რამ შეუძენია მაღაზიაში, ყველა მოღალატეები არიან.მამაჩემიც მოღალატე გამოდის. იმის შემდეგ რაც ერეკლე მეორესთან დადებული ხელშეკრულება დაარღვია რუსეთმა,როგორ შეუძლება მათთან ურთიერთობა.
oto
22 ივლისი 2020 09:01
3
ჩვენს საყვარელ თორნიკე შენგელიას გაუმარჯოოოოოს! კ ა რ გ ი ა!
ზურა
22 ივლისი 2020 08:08
2
არ მესიამოვნა შენგელიას ცსკა-ში გადასვლა, მაგრამ ეს იმის უფლებას არ მაძლევს, მოღალატე ვუწოდო. ამ პარტიების წარმომადგენლებმა კი არჩევნების წინ სპორტულ საიტზე გადმოინაცვლეს და თავიანთ ბრძნულ აზრებს აფრქვევენ. ნუ გაგვიჩმახეთ რა საქმე. შენგელიას მომხრეებმა ტაქტიკა აირჩიეს - საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და მგონი მაგათაც ნამეტანი მოსდით. ნეტავ შენგელიას მეტი პრობლემა არ გვქონდეს და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
იპოლიტე
22 ივლისი 2020 03:12
2
მოღალატე არარაობა
ნუნუ
22 ივლისი 2020 00:37
18
ნუნუ ხარ თუ ვიღაცა.. პირი გამოირეცხე როცა თორნიკეს ახსენებ, შე ჩემის ტრულაილა.
მოღალატე ნუნუს. ვახო
22 ივლისი 2020 08:04
2
თორნიკე! სადაც არ უნდა იყო რუსეთში, ან რომელიმე დიდ ქვეყნებში, ყველგან წარმატებას გისურვებთ,ლიკა კარგო ქართველო! გვეამაყები, გვიყვარხარ და სულ გამარჯვებით გევლოს დიდ სპორტშიც და ცხოვრებაშიც
ლიკა
21 ივლისი 2020 22:05
20
უკაცრავად, კარგო ქართველოს წინ, უნებლიედ ჩემი სახელი შემთხვევით დავსვი.
ლიკა
21 ივლისი 2020 22:53
1
ეეეხ
beqnuma
21 ივლისი 2020 21:31
3
ის ვინც პურზე გაყიდის თავისუფლებას, პურსაც დაკარგავს და თავისუფლებასაც!!!
გამოფხიზლდით, როდემდე უნდა შეჰნატროდეთ რუსის ჩექმის ტლეკას? მათ კი ვინც ვერაფერ პოლიტიკურს ვერ ხედავს ქართველი კაპტინის რუსული არმიის ლოგოთი გულდამშვენებაში, გამოფხიზლებას ვერ ვურჩევ, წიგნებს მიეძალეთ მეგობრებო, ტვინი ავარჯიშეთ ცოტა. სულ ცოტაც კი საკმარისი უნდა იყოს წესით...
ილია
21 ივლისი 2020 20:59
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული