ბითაძე მაისურზე გვარს არ დაიწერს - "ინდიანას" მხოლოდ 1 გამონაკლისი ჰყავს

AutoSharing Option
indystar-ის ინფორმაციით, "ინდიანა პეისერსი" ორლანდოში გასამართ NBA-ს ფინალურ ეტაპზე სოციალური და რასობრივი სამართლიანობის ბრძოლის სიმბოლოებით წარდგება და კალათბურთელები მაისურზე სხვადასხვა სიტყვას დაიწერენ, მათ შორის, გოგა ბითაძეც.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ კლუბის პრეზიდენტი და გუნდის მთავარი მწვრთნელი ხშირად საუბრობდნენ აშშ-ში არსებულ რასიზმსა და უთანასწორობაზე. მათ არც კალათბურთელები ჩამორჩებოდნენ.

გოგა ბითაძეს ზურგზე "Equality", ანუ "თანასწორობა" ეწერება. გუნდში მხოლოდ ერთი გამონაკლისია - აარონ ჰოლიდეის მაისურზე საკუთარი ეწერება.

აქვე გაგაცნობთ, რისი დაწერა გადაწყვიტეს გოგას თანაგუნდელებმა:

ჯერემი ლემბი: Black Lives Matter

ვიქტორ ოლადიპო: Black Lives
Matter

თი ჯეი ლიფი: Equality

თი ჯეი მაკკონელი: Equality

დაგ მაკდერმოტი: Equality

ნაზ მიტრო-ლონგი: Equality

დომანტას საბონისი: Mes Lygus (ლიეტუვურად ნიშნავს "თანასწორობას")

ედმონდ სამნერი: Equality

ჯაკარ სემპსონი: Freedom ("თავისუფლება")

მალკომ ბროგდონი: I Can't Breathe ("სუნთქვა არ შემიძლია")

ალიზე ჯონსონი: Justice

თი ჯეი უორენი: Justice

მაილს ტერნერი: Respect Us ("პატივი გვეცით")

ჯასტინ ჰოლიდეი: Say Their Names ("თქვი მათი სახელები")

ბრაიან ბოუენი II: Vote ("მიეცი ხმა")

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 21 /
ძალიან მაგრად გარეკეს ამერიკელებმა და ისე მგონია,რომ მალე სანანებელი გაუხდებათ. თეთრებსაც და შავებსაც.აგრესიას თუ გასაქანი მიეცი,მერე ვეღარც შეაჩერებ და ვეღარც მართვას შესძლებ.ტორნადოსავით,კაცმა არ იცის,საით შებრუნდება და ვის დაატყდება თავს.
სოსო
15:19 31-07-2020
4
აი ეგ შავები იქნებიან რო გადაგივლიან და მერე იძახეთ Black Lives Matter...
გია
13:50 31-07-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული