ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში "ფენიქს სანსთან" ითამაშა.
სამი მოგების შემდეგ "ინდიანა პეისერსი" 99:114 (23:28, 25:24, 27:34, 24:28) დამარცხდა.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ იყო და 10:41 წუთში 3 ქულა (2-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი), 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 2 იყო - აღსანიშნავია, რომ არც პერსონალური მიუღია და არც ბურთი დაუკარგავს.
ცნობისათვის, ინდიანელთა ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმა 32:37 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 დაფარება, 2 პასი და 1 ჩაჭრა
მიითვალა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა.
"ინდიანა პეისერსი" 42 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და 9 აგვისტოს "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" შეხვდება.