დღეს, 15 აგვისტოს NBA-ის 2019/20 წლების რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" "მაიამი ჰითს" დაუპირისპირდა და მეტოქე 17 ქულის სხვაობით დაამარცხა - 109:92.
გოგამ პარკეტზე 16 წუთი გაატარა და ამ დროში საკუთარ გუნდს 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ბლოკი მოუტანა. ბითაძის პარკეტზე ყოფნის დროს "ინდიანამ" მეტოქეზე 9 ქულით მეტი ჩააგდო.
მატჩის მიმდინარეობისას ერთი არასასურველი ინციდენტიც მოხდა - გოგამ "მაიამის" კალათბურთელ დერეკ ჯონს ჯუნიორს სქრინი დაუყენა, თუმცა ეს უკანასკნელი ქართველს მტკივნეულად შეეჯახა და პარკეტიდან საკაცით გასაყვანი გახდა.
"ინდიანა პეისერსმა" რეგულარული სეზონი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზე დაასრულა და პლეი-ოფის პირველ სტადიაზე მე-5 ადგილოსანს, დღევანდელ მეტოქე "მაიამის" შეხვდება. პირველი მატჩი 19 აგვისტოს გაიმართება.
ტანკი ხარ ტანკი!!!