შერმადინის "ტენერიფემ" სუპერთასს უმასპინძლა, მაგრამ ფინალში "რეალი" და "ბარსელონა" გავიდნენ

AutoSharing Option
ესპანეთში საკალათბურთო სეზონი ოფიციალურად დაიწყო. ტრადიციულად, ეს სუპერთასის გათამაშებით მოხდა, რომელშიც გასული სეზონის 4 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა. მინი-ტურნირს კანარის კუნძულებმა, კონკრეტულად, კი ტენერიფემ უმასპინძლა, რომელი ქალაქის გუნდის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს.

პირველ დღეს ნახევარფინალები გაიმართა – “ბარსელონამ” თორნიკე შენგელიას ყოფილი კლუბი “ბასკონია” დაამარცხა – 72:68, ხოლო “რეალმა” “ტენერიფე” – 92:79.

კუნძულელთა მწვრთნელმა ხესუს ვიდორეტამ შერმადინი სასტარტო ხუთეულში დააყენა. ეს მწვრთნელისგან ტრადიციული გადაწყვეტილება იყო, თუმცა გასაკვირი გახლდათ, რატომ არ შეიყვანა ხუთეულში გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი, რომელიც შერმადინთან გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო
დუეტს ქმნიდა. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი იოლად იყო – გიორგი ბლოკებს აყენებდა, შემდეგ თავისუფლდებოდა და უერტასის გენიალური პასებით ქულას ქულაზე აგროვებდა.

ამჯერად, “რეალთან” ვიდორეტამ ამ დუეტზე უარი თქვა – როცა შერმადინი მოედანზე იყო, მარსელინიო ისვენებდა და პირიქით. საბოლოოდ მივიღეთ თამაში, რომელშიც ქართველ ცენტრამდე ბურთი იშვიათად მიდიოდა. მან საბოლოოდ 18 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 17 ქულით “ტენერიფეს” ბომბარდირი უერტასი გახდა. “რეალის” გამარჯვებაში კი 18-ქულიანი წვლილი შეიტანა რუდი ფერნანდესმა, რომელმაც 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული