შენგელიამ ქართველი გულშემატკივრების ნეგატიურ კომენტარებზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ რუსული სააგენტო News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტარი მისი მისამართით გამოთქმულ ნეგატიურ შეფასებებზე გააკეთა.

"ცხადია, კომენტარებს ვკითხულობდი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დავმშვიდდი და კარგა ხანია, რაც ქართველ გულშემატკივარს ყველაფერი ავუხსენი.

მეორეც, დიდ ყურადღებას მედიაში გამოთქმულ და დაწერილ ნეგატიურ კომენტარებზე არ ვამახვილებდი. ჩემთვის მთავარია, რომ ჩემმა ოჯახმა, ადამიანებმა, ვისაც ვიცნობ და მიყვარს, მხარდაჭერა გამომიცხადა.

მიმაჩნია, რომ დრო ყველაფერს საკუთარ ადგილას დააყენებს", - განაცხადა თოკომ.

მკითხველის კომენტარები / 68 /
NAKREBI XALXIS ARIS DA ARA AXLOBLEBIS DA OJAXIS CHVEN GVETKMIS ERTI ORI SITYVA MAGRAM CHVEN YVELA GVIKIDEBS VIS RASHI AINTERESEBS CHVENI AZRI
Dato
15 სექტემბერი 2020 18:38
0
საერთოდ არ მაინტერესებს აწი შენგელიამ რამდენი ქულა ჩააგდო, საერთოდ ჩააგდო თუ არა და ისევე როგორც ყოველთვის, ნებისმიერ ეტაპზე ნებისმიერ გუნდთან ყოველთვის რუსული გუნდის მოწინააღდმეგეს ვუგულშემატკივრებ. ჩემთვის შენგელია დამთავრებულია, ისევე როგორც პუტინის მაისურით მორბენალი კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი მოჭიდავეები
გიორგი
16 სექტემბერი 2020 09:49
2
მოკლედ ამ ნაც-ქოცური ტაბუდან ვერ გამოვედით, აღარც სპორტი, აღარც თეატრი და კინო,რათქმა უნდა ცუდია ოკუპაცია, მაგრამ გაბუტულის პოზიცია არაა კარგი, ყველამ თავის საქმე აკეთოს და წარმატებული ადამიანების პროფ.ნაბიჯი მხოლოდ უგუნურთ აღიზიანებს.
ჯეკო
15 სექტემბერი 2020 20:39
33
თორნიკემ პრაგმატული და კარიერული სვლისთვის მართალი ნაბიჯი გადადგა, ლეგენდარულ გუნდში დიდ კალათბურთს თამაშობს, ის არაა პოლიტიკოსი და არც სამზედრო, ის სპორცმენია, კრიტიკოსთა ორმაგი სტანდარტიც გაუგებარია, ხვიჩა და ლვირკველია ეროვნ.გმირები არიან და შენგელია მოღალატე, პატარა კაცების-მარაზმი,
ივა
15 სექტემბერი 2020 20:17
32
თუ თოკო მოღალატე არის, ფეხბურთელები გმირები რატომ არიან?
თუ მოდა არის ეხლა ასეთი?
მამუკა
15 სექტემბერი 2020 20:06
31
მოღალატეობას და კონფორმისტობას დრო ვერაფერს დააკლებს, ასე რომ იმედი ნუ გაქვს შენი საქციელის "გაკეთილშობილებისა".
გენა
16 სექტემბერი 2020 09:42
4
ნუ აქყეყნებთ ამ მოღალატის სისულელე ნათქვამებს.
Status quo
16 სექტემბერი 2020 08:54
4
ნაკრების კაპიტანს მაგარი ლოგიკა აქვს ვერაფერს იტყვი !!! გასაგებია, რომ ოჯახი ყოველთვის უმთავრესია, მაგრამ ამდენი გულშემატკივარი რომ გყავდა იმათი აზრი არ გაინტერესებდეს ცოტა გასაკვირია !!! რატომ ავოწყდებათ ხოლმე, რომ ყველა თამაში პირველ რიგში გულშემატკივრისთვის არის, თუ არადა გამოიკეტეთ დარბაზში ცალკე და ითამაშეთ რამდენიც გენებოთ. საინტერესოა გულშემატკივრების გარეშე ამხელა ხელფასებიც საიდან გექნებოდათ ?!
!
16 სექტემბერი 2020 11:04
2
უკვე გიყენებენ თავიანთი პროპაგანდისთვის და ქართველებს ერთმანეთს გვალანძღინებენ, ჯერ სად ხარ, წინ ბევრი სამარცხვინო საქციელი გელოდება სამწუხაროდ, ვითომ ხიდი ქართველებს და ღრუსებს შორის, საბოლოოდ სოსო პავლიაშვილი დარჩები
ზურა
16 სექტემბერი 2020 05:12
2
კაცო,
კითხვა ეგრე ძალიან თუ გიყვარს, სულხან-საბას "სიბრძნე სიცრუისა" იკითხე ორ კვირაში ერთხელ..

რას ჩასციკლულხარ ამ კომენტარებსა..

იხარე, ძმაო, საქართველოს გამოადექი!!!
alex
15 სექტემბერი 2020 20:48
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული