თორნიკე შენგელიამ "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო - ცსკა დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა სტუმრად 66:76 დამარცხდა "ბარსელონასთან".

მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგეს და მიუხედავად სტუმართა მცდელობისა (ერთხელ სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს), კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

რაც შეეხება შენგელიას, თავის გუნდში უდავოდ საუკეთესო იყო - 32:33 წუთში 15 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20 იყო.

8 ოქტომბერს, მეორე ტურში ცსკა "მაკაბის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ვენაცვალე ბარსას!!!ეგ ერთი და სხვა მრავალი მარცხი ცსკა-ს!!!
paata
02 ოქტომბერი 2020 02:31
21
ძალიან კარგი! ბევრი მარცხი რუსული არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბს!
პ.ს. ბასკონიით ხომ უგებდა ამ ბარსელონას?!
დათო
02 ოქტომბერი 2020 09:57
6
შენგელია გასაგებია,მაგრამ ეს სილკ უნივერსალის კომენტატორები რა ხბოს აღტკინებით ქომაგობდნენ რუს არმიელებს მართლა გამიკვირდა.ისე თორნიკესაც უხდებოდა ზურგზე რუსეთის სახ.დროშა,აი ისეთი რუსულ ბომბდამშენებს რომ ეხატათ 2008-ში.
mujik
02 ოქტომბერი 2020 09:32
13
ძლივს სასიხარულო ამბავი გავიგე, ვულოცავ ბარსას და მის გულშემატკივრებს
aleksandre
02 ოქტომბერი 2020 12:34
4
პირველად ვგულშემატკივრობდი ბარსას)
ბათუმის ფანი
02 ოქტომბერი 2020 12:02
3
ყოჩაღ თოკო! იმ ტრამვის შემდეგ ასეთი შედეგის დადება შენ სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეს აჩვენებს
თოკომოტივი
02 ოქტომბერი 2020 10:08
28
აუცილებლად უნდა ჩამოერთვას კაპიტნობა ნაკრებში და მერე სადაც უნდა იქ ითამაშოს. დროშა გაადიდებინოს მაისურზე და უფრო მეტს გადაუხდიან.
David
02 ოქტომბერი 2020 11:30
13
რაო თოკომოტივ, რა მინდაო ბარსამ? არ გინდოდაო ესპანური რძე და ყველიო? მაშინ ახლა მიირთვიო რუსული ...
ტყეშელაანთ გიჟი
02 ოქტომბერი 2020 16:25
11
მიდი ეგ პირში უთხარი და მაგას ვის შეაჭმევენ შენ თვითონ დაინახავ გიჟო
ტყეშელას
02 ოქტომბერი 2020 17:06
12
იდეალური შედეგია, ცეესკამ წააგო და თორნიკემ კარგად ითამაშა!
Irakli
02 ოქტომბერი 2020 12:22
2
FORZABARCA! STOPRUSSIA! ეთამაშა ბასკონიაში რა უნდოდა?!
GIVI
02 ოქტომბერი 2020 15:03
1
ცსკას არც მე ვბალეშიკობ მარა ეს ვითომ პატრიოტობამ დაღუპა საქარტველო მართლა რო ომი დაიწყოს შეიძლება სამშობლოს დაცვაში თოკომ გაჯობოთ ურა პატრიოტებო არა მგონია თქვენ სამშობლოს სიყვარული გამოძრავებდეთ . რაც შეეხება თოკოს ტრამვის მერე მაგარია რო ასე სულიერად და ფიზიკურად მართლაც უძლიერესია.
zurabi
02 ოქტომბერი 2020 12:05
25
ორი აზრი არაა იმაში რო არუნდა გადასულიყო რუსეთში სათამაშოთ ოკუპანტი ქვეყანაა დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს... რუსები არ არსებობენ ჩვენთვის მკვდრები არიან.... ამ დროს გამოდიხარ და გააიძახი ფული არაფერშუაშია მე ტიტული მინდაო რა ტიტული თოკო ხოარ გაჟრიალებ? რუსების ტიტული კიარა ნაშაც არ მინდა მოწყდნენ მოშორდნენ აქედან!!! ფიგუც მასე გადავიდა რეალში ტიტულები უნდოდა კაცს... მაგრამ მოღალატის სახელი კი დარჩა...... ტიტულების რა მოგახსენო. არუნდა გადასულიყო არც მაგათი ფული და არც მაგათი ტიტული არუნდა ნდომებოდა
Nika
02 ოქტომბერი 2020 15:37
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული