თორნიკე შენგელიამ "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო - ცსკა დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა სტუმრად 66:76 დამარცხდა "ბარსელონასთან".

მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგეს და მიუხედავად სტუმართა მცდელობისა (ერთხელ სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს), კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

რაც შეეხება შენგელიას, თავის გუნდში უდავოდ საუკეთესო იყო - 32:33 წუთში 15 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20 იყო.

8 ოქტომბერს, მეორე ტურში ცსკა "მაკაბის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
დიდება შენგელიას და წინსვლა...აქ ამაზე აღარ შევჩერდები რადგან ამ გვერდს ბევრი სტუმრობს..მინდა არჩევნების თემას შევეხო..გვინდა ობიექტური არჩევნები??? ყველა ვინც გამოცხადდება და დაფიქსირებს მოსვლას დასაჩუქრდეს 10 ლარით ან ზემოთ არავითარი ზე წოლა ბევრი მივა ხალხს ძაან უჭირს ......
pensioneri
02 ოქტომბერი 2020 11:10
16
ყოჩაღ თოკო! იმ ტრამვის შემდეგ ასეთი შედეგის დადება შენ სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეს აჩვენებს
თოკომოტივი
02 ოქტომბერი 2020 10:08
28
აუცილებლად უნდა ჩამოერთვას კაპიტნობა ნაკრებში და მერე სადაც უნდა იქ ითამაშოს. დროშა გაადიდებინოს მაისურზე და უფრო მეტს გადაუხდიან.
David
02 ოქტომბერი 2020 11:30
13
ძალიან კარგი! ბევრი მარცხი რუსული არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბს!
პ.ს. ბასკონიით ხომ უგებდა ამ ბარსელონას?!
დათო
02 ოქტომბერი 2020 09:57
6
შენგელია გასაგებია,მაგრამ ეს სილკ უნივერსალის კომენტატორები რა ხბოს აღტკინებით ქომაგობდნენ რუს არმიელებს მართლა გამიკვირდა.ისე თორნიკესაც უხდებოდა ზურგზე რუსეთის სახ.დროშა,აი ისეთი რუსულ ბომბდამშენებს რომ ეხატათ 2008-ში.
mujik
02 ოქტომბერი 2020 09:32
13
ვენაცვალე ბარსას!!!ეგ ერთი და სხვა მრავალი მარცხი ცსკა-ს!!!
paata
02 ოქტომბერი 2020 02:31
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული