საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ფინალის MVP და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

AutoSharing Option
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ესპანური “ბურგოსი” გახდა. ჩვენი კონტინენტის რანგით მეორე ტურნირი ბურგოსელებს თად მაკფადენმა მოაგებინა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართული რვათა ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მაკფადენი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრია და მას უდიდესი წილი მიუძღვის ჩვენი ნაკრების ბოლო ოფიციალურ მატჩში, ბელგრადში, სერბეთთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში.

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში “ბურგოსის” მეტოქე მასპინძელი აეკ-ი იყო. ათენელებმა პირველივე მეოთხედი 10 ქულით მოიგეს. გადამწყვეტი მეორე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელშიც ბურგოსმა მეტოქე 23 ქულით (35:12) გაანადგურა. საბოლოოდ, 85:74 ესპანელთა სასარგებლოდ და 2015 წელს
დაარსებულმა "ბურგოსმა" პირველი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.

საქართველოს ნაკრების და "ბურგოსის" უკანახაზელმა ფინალში 11-დან 7 სროლა გამოიყენა და 18 ქულით მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო. სწორედ მაკფადენმა მოიგო ე.წ. რვათა ფინალის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო. ნამატჩევს თადმა კომენტარი გააკეთა:

“ახლა "ბურგოსის" შესახებ ყველამ იცის. როდესაც "ბურგოსში" პირველად ვითამაშე, ის მატჩი წავაგეთ, მაგრამ გულშემატკივარი ძალიან მომეწონა. ისინი დაუჯერებლად მაგრად გვიჭერენ მხარს. როგორც უნდა ვთამაშობდეთ, ათი ათასი კაცი ყოველთვის დარბაზშია და გვამხნევებს. როცა პირველად ევროპაში ჩამოვედი, ჩეხეთის მეორე ლიგაში ვთამაშობდი. იქ ერთადერთი ამერიკელი ვიყავი. ყველა მეუბნებოდა, რომ აუტსაიდერი ვიყავი. მათ არ ვუსმენდი და ახლა მსოფლიოს მეორე ლიგაში ვთამაშობ. აქ დარჩენა დიდი ხნით მსურს”.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული