შერმადინის 26 ქულა 21 წუთში და "ტენერიფეს" იოლი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

AutoSharing Option
დღეს დაიწყო ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება, რომელშიც გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარი” ასპარეზობს. პირველ ტურში ტენერიფელებმა დანიურ “ბაკენ ბიარს” უმასპინძლეს და 98:73 გაანადგურეს.

გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ქართველმა ცენტრმა. შერმადინმა ზეშედეგიანად ითამაშა და 21 წუთში 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 34 შეადგინა, როცა მის თანაგუნდელთაგან ამ კომპონენტში მეორე საუკეთესო შედეგი ტაილერ კავანამ – 15 დააფიქსირა. ქართველმა ცენტრმა თამაშიდან განხორციელებული პირველი 9 სროლა ჩააგდო, საბოლოოდ კი 13-დან 10 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო
მიითვალა და სოლიდური შედეგი დააფიქსირა.

შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზის კანდიდატია. მთლიანობაში კი პირველ ტურში 16 მატჩი ჩატარდება, რადგან ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების მონაწილე 8 ჯგუფში გადანაწილებული 32 გუნდია. “ბაკენ ბიარსთან” ერთად “ტენერიფესთან” ერთად ჯგუფში თურქული “გალათასარაი” და იტალიური “დინამო სასარია”. გათამაშების ფორმატის მიხედვით, თითო ჯგუფიდან პლეი-ოფში 2-2 საუკეთესო გადის.

“ტენერიფეს” მომდევნო მეტოქე “სასარი” იქნება, რომელსაც შერმადინის გუნდი 4 ნოემბერს იტალიაში დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
შერმინატორ, ძაან მაგარი ხარ!
შაკო
21 ოქტომბერი 2020 15:02
0
ძაან დონეა გიო! საღოლ ძმაო, უკვე დიდი ხანია აღარ ხუმრობ. საამაყო ქართველი ხარ!
შოთა
21 ოქტომბერი 2020 09:16
0
გენაცვალე სეხნია, ძალიან მაგარი ხარ, უფრო მაგარ გუნდსაც იმსახურებ, წარმატებებს გისურვებ და ნაკრებშიც ეგრე გვინდა რომ ითამაშო საამაყო ქართველო
გიო
21 ოქტომბერი 2020 02:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული